საერთაშორისო კონვენცია გემების ბალასტის წყლისა და ნალექების კონტროლისა და მენეჯმენტის შესახებ (ინგლ. International Convention for the Control and Management of Ships' Ballast Water and Sediments; ასევე ცნობილი, როგორც ბალასტის წყლის მენეჯმენტის კონვენცია; ინგლ. Ballast Water Management Convention; ან BWM კონვენცია; ინგლ. BWM Convention) ― 2004 წლის საერთაშორისო საზღვაო ხელშეკრულება. კონვენცია ხელმომწერი დროშის სახელმწიფოებისგან მოითხოვს, რომ მათი დროშის ქვეშ მცურავი ხომალდები ბალასტის წყლისა და ნალექების კონტროლისა და მენეჯმენტის სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისი უნდა იყოს.[2] კონვენცია ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში ზიანის მომტანი ორგანიზმების მოხვედრის აღკვეთასა და ბალასტის წყლის დაცლისას გარემოს დაბინძურების შემცირებას ისახავს მიზნად.[2] 2024 წლიდან ხომალდებს D2 სტანდარტის შესაბამისი, დამტკიცებული Ballast Water Management Treatment System უნდა ჰქონდეთ. არსებულ ხომალდებზე შესაბამისი სისტემა უნდა დაინერგოს, რომლის განთავსებაც თითო ხომალდს 5 მლნ. ამერიკულ დოლარამდე დაუჯდება.[3] 2021 წლის 15 ივლისის მდგომარეობით, კონვენციის მონაწილეა 86 სახელმწიფო.[1]
ბიბლიოგრაფია
- N. Anwar & Dr. L. Churcher, Ballast Water Management: Understanding the regulations and the treatment technologies available, 7th Edition, Witherby Publishing Group, 2016.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო