ბათუმის წმინდა თეოდორე აჭარელის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბათუმში. ეკლესია აიგო 1880 წელს. შენობა დარბაზული ტიპისაა.
ბათუმის მაცხოვრის ყოფილი სომხურ-კათოლიკური ეკლესია 1880-იან წლებში აშენდა. მას საფუძველი ჩაუყარა, 1882 წელს, ვ. ონიკევიჩის პოლონელი ინჟინრის მიერ შედგენილმა პროექტმა. შენობა სამლოცველოს ფუნქციას გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ინარჩუნებდა. ეკლესია საბჭოთა პერიოდში სპორტულ დარბაზად გადააკეთეს. დღეისათვის კი ის საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. რეაბილიტირებული ეკლესიისთვის პირველი წმ. თეოდორე აჭარელის ხატი უკვე დაწერილია.[1]
ეკლესია წაგრძელებული დარბაზული ნაგებობაა, რომელიც აღმოსავლეთით დიდი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აღმოსავლეთ ბოლოში, გრძივ კედლებზე, მიდგმულია თითო მცირე დამატებითი სათავსი, მათ ასევე გააჩნიათ მხრები, რომლებიც ასევე გამოვლენილია გარე მასაში. ეკლესიის ნაგებობას სადა, მხატვრულ-სტილისტურად ნეიტრალური არქიტექტურული სახე აქვს.