ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკა, აგრეთვე ცნობილი როგორც მიუნხენის საბჭოთა რესპუბლიკა (გერმ.Bayerische Räterepublik ან Münchner Räterepublik) — 1918-1919 წლის გერმანიის რევოლუციის პერიოდში დაარსებული სოციალისტური ქვეყენა ბავარიის თავისუფალ მიწაზე. მან ასევე დამოუკიდებლობა გამოაცხადა მცირე ხნის წინ გამოცხადებული ვაიმარის რესპუბლიკისგან. რესპუბლიკის დედაქალაქი იყო მიუნხენი.