აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები (ინგლ. United States Air Force) — აშშ-ის შეიარაღებული ძალების საჰაერო და კოსმოსური დანაყოფი. პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების რაოდენობით ყველაზე დიდი საჰაერო ძალებია მსოფლიოში. მის დაქვემდებარებაშია: სტრატეგიული სარაკეტო დანაყოფი, სამხედრო-კოსმოსური ძალები, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი ძალები, სპეცდანიშნულების დანაყოფები და სხვა.