აშანტის ტრადიციული შენობები — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი განაში, რომელიც მოიცავს აშანტის იმპერიის პერიოდში ტრადიციულად ნაგებ 13 შენობას.
აშანტის იმპერიამ თავის ოქროს ხანას XVIII საუკუნეში მიაღწია, მაგრამ დაეცა ბრიტანული ოკუპაციის დროს 1806 - 1901 წლებში, რა დროსაც აშანტის შენობების უდიდესი ნაწილი დაინგრა. შენობებთან ერთად, 1895 წელს ბრიტანელი გენერლის, რობერტ ბაიდენის მიერ ასევე დანგრეულ იქნა სამეფო მავზოლეუმიც.
შენობებს აღწერენ როგორც „ადამიანთა და ღმერთების სახლებს" და ისინი წარმოადგენენ აშანტის ხალხის ისტორიისა და კულტურის უკანასკნელ ნაშთებს. სახლები ნაგებია თიხის, ჩალისა და ხისგან, ამავე დროს საკმაოდ არამდგრადია ბუნებრივი კატასტროფების მიმართ.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში