მიმდინარე
რუსეთის ეროვნული გვარდია
ვაგნერის ჯგუფი[41]
უკრაინის ეროვნული გვარდია[57]
მემარჯვენე სექტორი[60]
შეიხ მანსურის ბატალიონი[61][62] არარეგულარული სამოქალაქო მოხალისეები
აღმოსავლეთ უკრაინის კამპანია
ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანია
სამხრეთ უკრაინის კამპანია
აღმოსავლეთ უკრაინის კამპანია — საომარი მოქმედების მიმდინარე თეატრი 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს, აღმოსავლეთ უკრაინაზე კონტროლის დამყარების მიზნით.[73] აგრეთვე წარმოადგენს დიდ ესკალაციას დონბასის ომის ფარგლებში, რომელიც რუსეთ-უკრაინას შორის 2014 წლიდან მიმდინარეობს. აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია დონბასის ბრძოლა, იგი რუსეთის შემოჭრის მეორე სტრატეგიულ ფაზად ითვლება.[74]
25 თებერვალს, დილით, რუსული ძალები დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან მარიუპოლისკენ დაიძრნენ. ისინი უკრაინულ ძალებს დაუპირისპირდნენ პავილოპილში.[75] მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებმა გაიმარჯვეს და მინიმუმ 20 რუსული ტანკი გაანადგურეს,[76] საღამოს რუსეთის საზღვაო ძალებმა საზღვაო-სადესანტო შეტევა დაიწყეს მარიუპოლიდან 70 კილომეტრში, აზოვის ზღვიდან.[77][78]
სტარობილსკთან გამართულ ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსი ჯარისკაცების ჯგუფი, რომელიც ცდილობდა მდინარე აიდარის გადაკვეთას.[79]
სტარობილსკი ძლიერ დაზიანდა რუსული საარტილერიო ცეცხლის შედეგად.[80] რუსული ძალები მთელი დღის განმავლობაში აგრძელებდნენ მარიუპოლის არტილერიით დაბომბვას[81]
27 თებერვლის დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონეცკის „სახალხო რესპუბლიკიდან“ რუსული სატანკო კოლონა სწრაფად დაწინაურდა მარიუპოლის მიმართულებით, მაგრამ შეტევა აღკვეთეს უკრაინულმა ძალებმა. ტყვედ ჩავარდა 6 რუსი ჯარისკაცი.[82]
ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ სტანიცია-ლუჰანსკა და შჩასტია რუსულმა ძალებმა დაიკავეს, რომლებმაც დაბომბვის შედეგად პრაქტიკულად გაანადგურეს დასახლებები. დონეცკის ოლქის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ რუსები ვოლნოვახის განადგურებაში დაადანაშაულა.[83]
1 მარტს უკრაინის ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს ჰორლივკის მიმართულებით, რომელიც 2014 წლიდან დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ იყო.[84][85]
60-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალებისაგან შემდგარი დიდი რუსული კოლონა 2 მარტს სტარობილსკში შევიდა, მაგრამ ადგილობრივების პროტესტმა მათი წინსვლა შეაჩერა.[86] უმაღლესმა რადამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იზიუმის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი.[87]
დღისით რუსული ჯარები შევიდნენ ქალაქ ბალაკლიიაში.[88]
დონეცკში, რომელიც სეპარატისტთა ხელში იყო, რამდენიმე დღე სროლებს ჰქონდა ადგილი. ზოგიერთ კვარტალში არ ჰქონდათ ელექტროენერგია, ქუჩებში იწვოდა მანქანები.[89]
ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინელები მთელი ომის განმავლობაში პირველად გადავიდნენ შეტევაზე და ჰორლივკისკენ გაიჭრნენ.[90][91][92] მოგვიანებით იჰორ ჟდანოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „იყო ცნობები უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქის ნაწილის დაკავების შესახებ“.[93] უკრაინული ცნობებით, 95-ე სადესანტო-საიერიშო ბრიგადამ ქალაქის შტურმი დაიწყო.[94] არმია ქალაქის განაპირას იმყოფებოდა.[95]
უკრაინის ხელისუფლების 3 მარტის განცხადებით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მარიუპოლში სროლების შედეგად 34 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.[96]
დღისით რუსული ჯარები შევიდნენ სვატოვეში, მაგრამ ადგილობრივთა პროტესტმა ისინი შეაჩერა.[97] მოგვიანებით მათ დაარწმუნეს ჯარისკაცები, რომ ქალაქიდან გასულიყვნენ.[98] ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ჯარებმა დაიკავეს დაბა ნოვოაიდარი.[99]
ვოლნოვახაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისათვის ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, თუმცა უკრაინულმა მხარემ რუსეთი ევაკუაციის პროცესის დროს ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა და ეს მცდელობა ჩაიშალა. ქალაქის დატოვება დაახლოებით 400 ადამიანმა შეძლო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში უკრაინული ძალები დაადანაშაულა.[100]
მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მეორე მცდელობაც ჩაიშალა, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა ამაში.[101] ჰაიდას განცხადებით, ბრძოლები მიდიოდა ლისიჩანსკის, სევეროდონეცკისა და რუბიჟნეს მისადგომებთან; პოპასნა და ჰირსკე კი გამუდმებით ჭურვების სამიზნე იყო. მან აღნიშნა ისიც, რომ უკრაინულმა ძალებმა კონტროლი დაკარგეს სვატოვეზე, სტარობილსკსა და ნოვოფსკოვზე, თუმცა რუსული ჯარის მნიშვნელოვანი რაოდენობა ამ ადგილებში წარმოდგენილი არ იყო.[102]
06:55 საათზე ლუჰანსკში ცეცხლი გაუჩნდა ნავთობბაზას. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკამ სარაკეტო დარტყმაში უკრაინული მხარე დაადანაშაულა.[103]
უკრაინის ოფიციალური პირების მიხედვით, დღის განმავლობაში სევეროდონეცკის მიმართულებით გახსნილი ცეცლის შედეგად ათი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რვა დაიჭრა.[104]
დაახლოებით 17:00 საათზე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაბომბეს მარიუპოლის სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს შენობები, დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, ჩვიდმეტმა ჭრილობები მიიღო.[104]
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული ძალები აგრძელებდნენ მტრის შეკავებას დონეცკის, სლობოჟანსკესა და ტავრიის რაიონებში.[105]
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჯარებმა დაიკავა ვოლნოვახა.[106] ასევე იტყობინებოდნენ, რომ მათ 6 კილომეტრით წაიწიეს და უფრო გააძლიერეს მარიუპოლის ალყა. მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ვოლნოვახის მრავალ რაიონში რუსული ძალები ჩანდნენ.[107] ჰაიდაის თქმით, რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო დონეცკის ოლქის 70%.[108]
„Associated Press“-მა დამოუკიდებლად დაადასტურა, რომ ვოლნოვახა პრორუსულმა სეპარატისტებმა დაიკავეს და მისი დიდი ნაწილი საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაინგრა.[109] უკრაინული მხარის ინფორმაციით, ფრონტის ლუჰანსკის ხაზზე დაიღუპა უკრაინის 24-ე მექანიზებული ბრიგადის პოლკოვნიკი ვალერი გუძი.[26]
ამავე დღეს უკრაინულმა ძალებმა რუსული მხარე ღამით ლუჰანსკის ოლქის ქალაქ პოპასნაში თეთრი ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალების გამოყენებაში დაადანაშაულეს. დაახლოებით 22:00 საათზე ოლქის სამხრეთში დაიბომბა სვიატოგორსკის ლავრის მონასტერი, დაიჭრა 30 ადამიანი, დაზიანდა მონასტერი.[110][111]
დონეცკის ოლქის გუბერნატორის პავლო კირილენკოს მიხედვით, დასახლებული პუნქტები ნიკოლსკე, მანჰუში და ურზუფი რუსეთის ჯარებმა დაიკავეს. ასევე, ოლქის ყველა ქალაქი, გარდა ვოლნოვახისა, უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშ იყო.[112]
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათმა ჯარებმა დაიკავეს დონეცკის ოლქის დასახლებები: ნიკოლსკე, ბლაჰოდატნე, ვოლოდიმირივკა და პავლივკა.[113] უწყება ასევე ამტკიცებდა, რომ გაათავისუფლეს „აიდარის“ ბატალიონის მიერ ნიკოლსკის მონასტერში ტყვედ აყვანილი 300 მშვიდობიანი მოქალაქე.[114]
უკრაინელი სამხედრო პირების ცნობით, დღის განმავლობაში რუსულმა მხარემ დაიკავა დასახლებები: სტარომლინივკა, ევჰენივკა, პავლოვკა და იეჰორივკა.[115]
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის დენის პუშილინის თანახმად, მათ ჩამოაგდეს დონეცკისკენ გასროლილი უკრაინული „ტოჩკა-უ“, თუმცა მისი ნამსხვრევები ქალაქის ცენტრში მაინც ჩამოვარდა, გარდაიცვალა მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 მშვიდობიანი დაიღუპა და 28 დაიჭრა. უკრაინულმა მხარემ თავდასხმა უარყო და განაცხადა, რომ ეს „ეჭვგარეშედ რუსული რაკეტა ან სხვა საბრძოლო მასალა“.[116]
უკრაინული ძალების განცხადებით, 17:00 საათზე რუსეთის საზღვაო ქვეითი ჯარის 336-ე საგვარდიო ბრიგადისა და მე-11 საგვარდიო სადესანტო-საიერიშო ბრიგადის მებრძოლებმა დონეცკის ოლქში წინ წაწევა სცადეს, თუმცა უკრაინელებმა უკუაგდეს, რა დროსაც მოკლეს 100-მდე ჯარისკაცი და გაანაგურეს მათი 6 სატრანსპორტო საშუალება.[117]
ჰაიდაის ცნობით, რუბიჟნეში რუსული ძალების მიერ საავადმყოფოზე, მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა სახლსა და სამ სკოლაზე მიტანილი დარტყმების შედეგად დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.[118]
დონეცკი სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა, რის შედეგადაც დაიღუპა 23 მშვიდობიანი მოსახლე. დსრ-ის ხელისუფლების ცნობით, აღნიშნული უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გადახორციელეს. თავად უკრაინის ხელისუფლებამ აღნიშნული უარყო და ცრუ დროშის ოპერაციად მოიხსენია.[119][120]
რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მარიუპოლში დაიღუპა შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე ანდრია პალი.[121]
ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის ლეონიდ პასეჩნიკის განცხადებით, ლუგანსკის ოლქის „ტერიტორიის თითქმის 80%“ იყო დაკავებული, ვერ აკონტროლებდნენ „პოპასნას, ლისიჩანსკს, რუბიჟნეს, სევეროდონეცკსა და კრემინას“. მან ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე მდგომარეობა „სტაბილურად დაძაბული“ იყო და „რესპუბლიკის“ ეროვნული მილიციის დანაყოფები ცდილობდნენ პოპასნისა და რუბიჟნეს აღებას.[122]
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებმა დაიკავეს მარინკა.[123]
25 მარს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის სამხედროთა ძალისხმევა მიმართული იქნება დონბასის ტერიტორიაზე. „ოპერაციის პირველი ეტაპის მთავარი მიზნები ძირითადად მიღწეულია“ — თქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, სერგეი რუდსკოიმ. თავდაცვის სამინისტროს განცხადების საფუძველზე საერთაშორისო მიმოხილველთა ნაწილი ასკვნიდა, რომ ეს შეიძლება ნიშნავდეს ომში რუსეთის მიზნების გადახედვას.[124] „Yahoo Finance“-მ აღნიშნა, რომ რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თანახმად, სეპარატისტები აკონტროლებდნენ ლუჰანსკის ოლქის 93%-ს და დონეცკის ოლქის 54%-ს.[1]
29 მარტს, ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქებათა სერიას ჰქონდა ადგილი რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. რუსულ სააგენტო „ТАСС“-ის ინფორმაციით, რუსეთის არმიის დროებით ბანაკში ჩამოვარდა უკრაინიდან გამოსროლილი ჭურვი და სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიჭრა.[125][126]
მას შემდეგ, რაც რუსეთმა კიევზე შეტევა წარუმატებლობების გამო შეაჩერა, თავისი ძირითადი ყურადღება აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებაზე მიაპყრო. ჩრდილოეთიდან ჯარები აღმოსავლეთით გადაისროლეს, თუმცა ბევრი შენაერთი დიდი დანაკარგების გამო თითქმის მთლიანად არაეფექტური აღმოჩნდა. საერთო ჯამში ამ მიმართულებაზე თავი მოუყარეს ათეულობით ათას მებრძოლს, მთავარ მიზნად კი დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების მთლიანი ტერიტორიის დაკავება დაისახეს.[4][127] 1 აპრილს შეძლეს იზიუმის დაკავება, თუმცა გააფთრებული ბრძოლები მის მიდამოებში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდა.[128]
6 აპრილის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დაიკავეს ქალაქ რუბიჟნეს 60%.[129] ჭურვები და რაკეტები რეგულარულად ცვიოდა სევეროდონეცკში.[130]
7 აპრილს უკრაინის 128-ე სამთო-საიერიშო ბრიგადის ნაწილებმა იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგეზე, რის შედეგადაც, როგორც იუწყებოდნენ, რუსულმა ნაწილებმა ქალაქ კრემინიდან 6–10 კმ-ით დაიხიეს უკან.[131] უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მეორე მსოფლიო ომს შეადარა.[132]
გაგრძელდა მარიუპოლის ალყა, თუმცა რუსეთმა და მისმა მოკავშირეებმა რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს. 10 აპრილისთვის აქ წინააღმდეგობა ორი ძირითადი კერის სახით იყო წარმოდგენილი.[133]
ამავდროულად, რუსებმა ძალისხმევა მიმართეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქების — სევეროდონეცკის, პოპასნისა და რუბიჟნეს — დასაკავებლად. ამ ადგილებზე არაერთხელ განხორციელდა თავდასხმები,[4][133][127] თუმცა რაიმე მნიშვნელოვან შედეგს ვერ მიაღწიეს.[127] უკრაინის განცხადებით, დიდი მარცხი მიაყენა რუსეთის მე-60 ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადას.[4]
სევეროდონეცკის, პოპასნისა და რუბიჟნეს მიმართულებებზე მხარდასაჭერად, რუსულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს იზიუმის სამხრეთით, ბარვინკოვესა და სლოვიანსკზე. იზიუმთან რუსების შესაჩერებლად უკრაინამ დამატებითი ძალები გადაისროლა. ამავე დროს, რუსეთი უტევდა ხარკივს, რათა ადგილობრივი ჯარები შეებოჭა.[133][4][127] 12 აპრილისთვის იზიუმთან განსაზღვრულ წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა თავდასხმის გასაძლიერებლად ახალი რუსული ძალების გადასროლა გააგრძელეს.[127] 13 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონბასში გადამწყვეტი გამარჯვების მოსაპოვებლად, რუსეთი ცდილობდა დიდი ძალების მოგროვებას, რათა მოწინააღმდეგეს რიცხობრივად 5-ჯერ აღემატებულიყო.[134] 16 აპრილს მარიუპოლის დამცველებს ჩაბარებისკენ მოუწოდეს, თუმცა უკრაინელებმა იგნორით უპასუხეს.[135][136] „BBC“-ს ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში ავიადარტყმების ქვეშ იყო მრავალი ქალაქი და სოფელი.[137] რუსული ძალები განაგრძობდნენ სასინჯ ლოკალურ შეტევებს.[138]
18 აპრილს, უკრაინის ოფიციალური პირების თანახმად, რუსეთმა დონბასში 300 კილომეტრის სიგრძის ფრონტზე თავდასხმის ახალი ტალღა წამოიწყო, რა დროსაც, რუსული მხარის განცხადებით, 1260 სამხედრო სამიზნე გაანადგურეს რაკეტებითა და არტილერიით.[139][140][141][142] რუსი სარდლის რუსტამ მინეკაევის განცხადებით, განახლებული თავდასხმის მიზანი არამარტო დონბასის დაპყრობა იყო, არამედ სამხრეთ უკრაინაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაც, რომ რუსეთი სახმელეთო გზით დაკავშირებოდა დნესტრისპირეთს.[143][144] რუსეთის დაბომბვების თავდაპირველი სამიზნეები იყო რუბიჟნე, პოპასნა და მარინკა.[145] ამავე დღეს გავრცელდა ცნობა, რომ რუსული და ლსრ-ის ძალები ქალაქ კრემინაში შევიდნენ და რამდენიმე საათის ბრძოლების შემდეგ დაიკავეს იგი.[146][147] ამ ბრძოლებში დაიღუპა ლსრ-ის ერთ-ერთი სარდალი მიხეილ კიშჩიკი.[21] შემდგომ დღეებში რუსეთმა მთელ ფრონტზე წარმოებული შეტევების მიუხედავად მხოლოდ მცირე ტერიტორიული წინსვლა მოიპოვა. უკრაინელთა ძლიერი წინააღმდეგობის ქვეშ მათ წინ წაიწიეს რუბიჟნეს, პოპასნისა და სევეროდონეცკის რაიონებში. ზოგიერთი წყაროს თანახმად, კრემინაში ბრძოლები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.[41][148][149] 23 აპრილისთვის უკრაინელთა კონტრშეტევების შედეგად კიდევ უფრო შეჩერდა რუსეთის წინსვლა.[150]
მომდევნო დღეებში რუსეთი აგრძელებდა უკრაინის თავდაცვის გარღვევის მცდელობას, რათა ალყაში მოექცია ფრონტის ხაზის იზიუმ-დონეცკის შვერილი. ბრძოლები მიდიოდა სევეროდონეცკთან, რუბიჟნესთან, პოპასნასთან, მარინკასთან, ხარკივთან და იზიუმთან.[42][64][35][44] რუსეთმა, ლსრ-მა და დსრ-მ გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, დაიკავეს რიგი სოფლები და ქალაქები პოპივკა, პისჩანე, ჟილტივკა და კრემინა.[64][35] თუმცა მათი საერთო წინსვლა ნელი იყო და ფრონტის ხაზის ბევრ მონაკვეთზე გაიჭედა. უკრაინელთა მხრიდან სულ უფრო გააქტიურდა კონტრშეტევები ხარკივისა და იზიუმის მიმართულებებზე, თანდათან დევნიდნენ მოწინააღმდეგეს რიგი დასახლებული პუნქტებიდან.[36][44][14] 30 აპრილიდან ხარკივიდან შორს უკუგდების პარალელურად, რუსეთი და მისი მარიონეტები აგრძელებდნენ იზიუმთან და დონეცკ-ლუჰანსკის ხაზზე უკრაინელთა თავდაცვის გარღვევას.[151][37][152] ამ დროისათვის ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა რუსეთის თავდასხმითი ოპერაცია „არაეფექტურად“ შეაფასა.[43] 7 მაისს რუსეთმა და სეპარატისტებმა დაიკავეს პოპასნა, თუმცა სხვა შეტევები ძველებურად წარუმატებლად მიმდინარეობდა.[38] ამის შემდეგ ისინი სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობდნენ.[153][154] 10 მაისისთვის ხარკივთან უკრაინელებმა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიეს და მოწინააღმდეგე აიძულეს იზიუმის ფრონტის ხაზიდან ძალები ჩრდილოეთით გადაედისლოცირებინათ.[39]
ამავდროულად რუსეთი და დსრ აღმოსავლეთ უკრაინაში თავისი ოკუპაციის განმტკიცებას ცდილობდნენ პოლიტიკური და ეკონომიკური საშუალებებით, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე არსებულ სეპარატისტულ რესპუბლიკებთან შესაერთებლად ან ახლების შესაქმნელად.[155] მეორე მხრივ, უკრაინის მოქალაქეებმა წინააღმდეგობის მოძრაობა წამოიწყეს.[64]
|access-date=
|date=
|accessdate=
|archive-date=
|archivedate=