კუნძულის პირველი აბორიგენები, დაახლოებით 60-50 ათასი წლის წინ ჯერიმალაის გამოქვაბულში სახლობდნენ. ძვ. წ 38 ათასი წლიდანძვ. წ.17 ათასი წლამდე ჯერიმალაის გამოქვაბული დაუსახლებელი იყო, რომელიც სავარაუდოდ, ზღვის დონის კლებასთან არის დაკავშირებული[1].
1514 წელს პორტუგალიელებმა კუნძულს მიაგნეს და XVI საუკუნის შუა წლებში მისი კოლონიზაცია მოახდინეს. 1859 წლის შეთანხმებამ, ჰოლანდიასა და პორტუგალიას შორის, ტიმორი ორ ნაწილად გაყო, რომლის შედეგად პორტუგალიელებს წილად კუნძულის აღმოსავლეთი ნაწილი ხვდათ. მეორე მსოფლიო ომის დროს, კუნძული იაპონიის ოკუპაციის ქვეშ იყო (1942-1945 წწ.), ომის შემდეგ პორტუგალიური მმართველობა განახლდა.
ტიმორი პოტუგალიის კოლონია 1974 წლამდე იყო, რომელიც კოლონიზატორ სახელმწიფოების სამფლობელოებს შორის ყველაზე განუვითარებელ და ჩამორჩენილ ტერიტორიას წარმოადგენდა. იმავე წელს ლისაბონში დაამხეს დიქტატორი მარსელუ კაეტანუ. პორტუგალიის ახალი ხელისუფლება დეკოლონიაციის პოლიტიკას ატარებდა და კოლონიებს დამოუკიდებლობას სთავაზობდა.
ეკონომიკის საფუძველს სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა, რომელიც პრიმიტიული მეთოდებით ტარდებოდა და კოლონიის სასურსათო მოთხოვნებს არ უზრუნველყოფდა. ვითარდებოდა საექსპორტო კულტურების წარმოება — ყავა, კაუჩუკი და კოპრა. ბიუჯეტის დაახლოებით 32% სამხედრო მიზნებისთვის იგო განკუთვნილი (კოლონიური ჯარის 7 ათასი კარისკაცის შესანახად), განათლებისთვის იხარჯებოდა — 9%, სოციალური უზრუნველყოფისთვის — 4%. მოსახლეობის 90%-ზე მეტი წერა-კითხვის უცოდინარი იყო.
დამოუკიდებლობის პირველი გამოცხადება
1974 წლის 25 აპრილის რევოლუციის შემდეგ პორტუგალიაში კოლონიების დეკოლონიზაციის პროცესი დაიწყო, რომელიც აღმოსავლეთ ტიმორსაც შეეხო. გაჩნდა რამდენიმე პოლიტიკური პარტია, მათ შორის დიდი პოლიტიკური გაერთიანება იყო
კიდევ რამდენიმე მცირე პარტია შეიქმნა. პორტუგალიის მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ტერიტორიის დეკოლონიზაციის თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, შემდეგ კი საერთოდ შეწყდა კოლონიაში შეიარაღებული დაპირისპირებების გამო.
1975 წელს, პორტუგალიამ აღმოსავლეთ ტიმორი დატოვა იმის იმედად რომ, იქ ჩამოყალიბდებოდა პარლამენტი და მთავრობა. ტიმორში შეიქმნა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ორ კოალიციად დაიყო. ტიმორის დემოკრატიული კავშირი (უდტ) ინდონეზიასთან მჭიდრო კავშირების დამყარების მიმართულებით მუშაობდა. ამ კოალიციას წინააღმდეგობას უწევდა რევოლუციური ფრონტი აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისთვის (ფრეტილინი). ქვეყნის ბედი დამოკიდებული იყო არა მათზე, არამდე ინდონეზიის პრეზიდენტსუჰარტოზე.
1975 წლის 11 აგვისტოს, ტიმორის დემოკრატიულმა კავშირმა ადგილობრივი პოლიციის მხადაჭერით გადატრიალება მოახდინა, რომლის დროსაც ფრეტილინის რამდენიმე ლიდერი და აქტივისტი დააკავეს და აწამეს. ფრეტილინმა, თავის მხრივ, კოლონიური ჯარის ტიმორელ ჯარისკაცთა მხარდაჭერით ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა, 1975 წლის 28 ნოემბერს, ცალმხრივად ატსდრ-ს (აღმოსავლეთ ტიმორის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა) დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 30 ნოემბერს, აპოდეტი-ს, უდტ-ს და კიდევ ორი მცირე პარტიის ლიდერები, რომლებიც ინდონეზიის მიერ ოკუპირებული აღმოსავლეთ ტიმორის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ტერიტორიის ინდონეზიასთან შეერთების ერთობლივი დეკლარაცია გამოსცეს.
პოლიტიკური არასტაბილურობის ზრდის კვალდაკვალ უდტ (ინდონეზიის დახმარებით) გადატრიალებას ამზადებდა, თუმცა ფრეტილინმა მართვის სადავეების ხელში ჩაგდება მოახერხა. ამის მიუხედავად, დამოუკიდებლობა არ გამოცხადებულა — 1975 წლის 7 დეკემბერს, ინდონეზიის ჯარმა საზღვარი გადმოკვეთა. სამხედრო ინტერვენციაში, სხვადასხვა დროს 20 ათასიდან 40 ათასამდე ჯარისკაცი მონაწილეობდა. ქვეყანაში დამოუკიდებლობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სისიხლისმღვრელი სამოქალაქო ომი დაიწყო. საბრძოლო მოქმედებების, შიმშილისა და ეპიდემიის შედეგად ყოფილი კოლონიის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი დაიღუპა (200 ათას ადამიანზე მეტი), 1976 წლის 17 ივლისს, აღმოსავლეთ ტიმორი ინდონეზიის შემადგენლობაში შევდა 27-ე პროვინციის სახით. გაეროს ტიმორი ინდონეზიის 27-ე პროვინციად არ უღიარებია, მაგრამ ოკუპანტები იმ რეზოლუციის გარეშე დატოვეს, რომელიც ჯარის დატოვებას მოითხოვდა.
მიმდინარეობდა ტერიტორიის ინდონეზიანიზაციის პროცესი, თუმცა წინააღმდეგობა, მათ შორის შეიარაღებული, არ წყდებოდა. ახალი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ტიმორელი სტუდენტები და ახალგაზდრები დემონსტრაციებს აწყობდნენ. ფრეტილინის მებრძოლები წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ, მაგრამ ძალები უთანასწორო იყო. სკოლებში პორტუგალიური ენის სწავლები აიკრძალა, ყველგან მკაცრი ცენზურა დაინერგა. ინდონეზიური ოკუპაციის პერიდში, 200 000-ზე მეტი ტიმორელი მოკლეს და შიმშილით დახოცეს.
1982 წლიდან დაწყებული, გაეროს ერთმანეთის მონაცვლე გენერალური მდივნები ინდონეზიასთან და პორტუგალიასთან ოკუპირებული ტერიტორიებისთვის დამოუკიდებლობის აღსადგენად მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
1991 წლის 12 ნოემბერს, ქალაქ დილის სასაფლაოზე ინდონეზიელი ჯარისკაცების მიერ მოკლული ახალგაზრდის მემორიალური მესის დროს 200 ინდონეზიელმა ჯარისკაცმა შეკრებილებს ცეცხლი გაუხსნა, რომლის შედეგად სულ მცირე 250 ტიმორელი დაიღუპა[2].
თუმცა, მხოლოდ 1999 წელს, ინდონეზიაში მომხდარმა მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა ისტორიული გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად სუჰარტოს რეჟიმი დაემხო, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით, ინდონეზიის ახალი პრეზიდენტი ჰაბიბი იძულებული გახდა აღმოსავლეთ ტიმორის თვითგამორკვევის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება გამოეცხადებინა.
გაეროს მისიამ ხმის უფლების მქონე 451 792 მოქალაქე დაარეგისტრირა, თუმცა კონტროლიორების მუშაობას აფერხებდნენ ინდონეზიასთან კავშირის შენარჩუნების მომხრე შეიარაღებული დაჯგუფებები. მიუხედავად ამისა, 1999 წლის 30 აგვისტოს, აღმოსავლეთ ტიმორის მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა. რეფერენდუმში ხმის უფლების მქონე რეგისტრირებულ მოქალაქეთა 98%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. კენჭისყრა დამოუკიდებლობის მომხრეების სრული გამარჯვებით დასრულდა. 344 850 ადამიანზე მეტმა (ამომეჩევეთა 78,5%) დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, დანარჩენმა — 94 388 ადამიანმა (ამომრჩეველთა 21,5%) ინდონეზიის შემადგენლობაში დარჩენას, რომელმაც აღმოსავლეთ ტიმორში ძალადობის ახალი კერების გაჩენა გამოიწვია.
1999 წლის აპრილში, ქვეყანა მწვავე პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა. პროინდონეზიურმა გასამხედროებულმა ფორმირებებმა — უპირველეს ყოვლისა, ეურიკუ გუტერიშისAitarak-მა — გუბერნატორ აბილიო ჟოზე ოსორიო სოარეშის ადმინიტრაციის მხარდაჭერით, საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, 500 000 ადამიანზე მეტი დევნილი გახდა, მრავალი მათგანი იძულებით გადაასახლეს დასავლეთ ტიმორში. 6 სექტემბრისთვის, საერთაშორისო დამკვირვებელების, გაეროს მისიის პერსონალის და ჟურნალისტების უმეტესობა ევაკუირებულ იქნა. ინდონეზიის მთავრობამ წესრიგის აღდგენა ვერ შეძლო.
საზოგადოებრივი ზეწოლის მიუხედავად, 5 სექტემბრის სხომაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს ტიმორში გაეროს მისიით სამხედროების შეყვანის გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან ინდონეზიის მთავრობა ამტკიცებდა, რომ სიტუაციას გააკონტროლებდა საკუთარი 20 000-იანი სამხედრო ძალით.
1999 წლის 12 სექტემბერს, ინდონეზიის მთავრობა აღმოსავლეთ ტიმორში საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანას დათანხმდა. 20 სექტემბრიდან დაიწყო სამშვიდობო კონტინგენტის (ძირითადად, ავსტრალიის სამხედრო ძალები) შემოსვლა, მაშინვე დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც.
2006 წლის 20 მაისს, ინდონეზიისგან დამოუკიდებლობის წლისთავზე, აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ჯარის მნიშვნელოვანმა ნაწილმა (1433 ადამიანიდან 593-მა) სამხედრო წესდებით გათვალისწინებული წესების შერბილება მოითხოვეს. ბრიგადის გენერალმა, ტაურ მატან რუაკმა აჯანყებულები დაითხოვა, რომლებმაც ყაზარმები შეიარაღებულებმა დატოვეს.
საყოველთაო არეულობა, ბრძოლა ყველა ყველას წინააღმდეგ დაიწყო. ტიტულოვანი ტომის — ტეტუმის წინააღმდეგ აჯანყება, ოთხი ქვეყნის სამშვიდობო ძალებით კავდება.
მიმდინარე მდგომარეობა
ამჟამად, დამოუკიდებელი აღმოსავლეთ ტიმორი დანგრეულის აღდგენას ცდილობს. მაგრამ ამის შესრულება ძალიან რთულია, რადგან ტიმორი აზიის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნია სასარგებლო წიაღისეული და მრეწველობა. ეკონომიკის აღდგენის გარდა, აუცილებელია მუშა პოლიტიკური სისტემის და კანონების შექმნა, რომლებიც ქვეყანაში სტაბილურობას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფენ. ქვეყნის მნიშვნელოვანი იმედია — ტიმორის კუნძულის სანაპიროზე ბუნებრივი აირის მდიდარი საბადოებია.
2012 წლის 16 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნებში, გამარჯვება გენერალ ტაურ მატან რუაკმა მაოიპოვა. მისი მთავარი კონკურენტი ფრანსიშკუ გუტერიში იყო. რუაკმა ხმათა 60%-ზე მეტი მიიღო, გუტერიშმა — დაახლოებით 38%.[4]