აფხაზეთის დიმიტრი გულიას სახელობის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტი (აფხ. Д. И. Гәлиа ихьӡ зху Аԥсуаҭҵааратә институт) — მთავარი სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულება აფხაზური ენისა და აფხაზი ხალხის ისტორიისა და კულტურის დარგში.
შედის აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში.
აფხაზეთის დიმიტრი გულიას სახელობის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტი მდებარეობს ქალაქ სოხუმში (აფხაზეთი).