აფხაზეთის ასს რესპუბლიკის X მოწვევის უმაღლესი საბჭო — აფხაზეთის ასსრ-ის მეათე მოწვევის უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო 1980-1985 წლებში.
1980-1985 წლების განმავლობაში სულ ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს ცხრა სესია.
აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს ხელმღვანელობა შემდგენაირად დაკომპლექტდა:
აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შემდგენაირად დაკომპლექტდა:
აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს I სესია მოწვეულ იქნა 1980 წლის 20 მარტს დილის 11 საათზე სოხუმში, ს. ჭანბას სახელობის აფხაზურ სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
დეპუტატმა რ. ქეცბაიამ უხუცესთა საბჭოს სახელით შეიტანა წინადადება, რათა სესიის გახსნა დავალებოდა ერთ-ერთ უხუცეს დეპუტატს ი. პაპასკირს. ეს წინადადება ერთსულოვნად იქნა მიღებული. ი. პაპასკირის მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის შემდეგ სესია გახსნილად გამოცხადდა.
დეპუტატმა ა. მოსკალენკომ უხუცესთა საბჭოს სხელით შემოიტანა წინადადება, აერჩიათ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დეპუტატი გ. ძიძარია, მოადგილეებად კი — დეპუტატები ლ. კვიტატიანი და ი. ნიხოტინი. სესიამ ერთსულოვნად მიიღო შემოთავაზებული წინადადება.
დამტკიცდა რეგლამენტი და სესიის დღის წესრიგი:
სესიამ დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისია 7 კაცის შემადგენლობით (თავჯდომარე: გ. ნაჭყებია).
შემდეგ სიტყვით გამოვიდა ვ. ცუგბა, რომელმაც ისაუბრა „აფხაზეთის ასსრ-ის რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის მდგომარეობისა და მისი შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ“. მოხსენების გარშემო კამათში გამოვიდნენ: კ. ოზგანი, დ. ფილია, დ. ხვარწკია და თ. კოღონია.
შემდეგ, სიტყვით გამოვიდა სამანდატო კომისიის თავჯდომარე, რომლის შემდეგ სესიამ ერთხმად დაამტკიცა ყველა 140 დეპუტატის რწმუნებულება.
შემდეგ, უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ განაცხადა, რომ მის სახელზე შემოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის ი. უბილავას განცხადება, უმაღლესი საბჭოს წინაშე რესპუბლიკის მთავრობის მიერ რწმუნებათა მოხსნის შესახებ. აღნიშნულის პასუხად, ბ. ადლეიბა გამოვდა წინადადებით სესიას დაეკმაყოფილებინა აღნიშნული განცხადება, ხოლო ი. უბილავა კვლავ დანიშნულიყო რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარედ და წარედგინა ახალი მთავრობა უმაღლესი საბჭოს წინაშე დასამტკიცებლად. სესიამ დააკმაყოფილა ბ. ადლეიბას წინადადება, მაგრამ ახალი მთავრობის ფორმირებამდე არსებულ მთავრობას გაუგრძელა უფლებამოსილება.
გაგრძელდა კამათი ვ. ცუგბას მოხსენების ირგვლივ. კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: ვ. მიქანბა, ი. ნიხოტინი, ნ. ქარქაშიძე, ნ. ლისენკო, ა. ემექსუზიანი, პ. პაპავა და ვ. მარშანია. ბოლოს აღნიშნული მოხსენებაზე უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება.
შემდეგ, სესიამ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებები:
შემდეგ სესიამ აირჩია უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლბით:
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარე — ვ. კობახია; აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეები: კ. ოზგანი და შ. შარანგია; აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი — ი. კვიწინია; აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები: ბ. ადლეიბა, ც. ბარგანჯია, ჯ. ბერიძე, ს. ვოროტინცევი, ი. ზადიკიანი, ი. ლოკი, ი. პაპასკირი, რ. სალუქვაძე და შ. შარტავა.
შემდეგ სესია შეუდგა მუდმივი კომისიების ფორმირებას.
შემდეგ სესიამ დაამტკიცა ი. უბილავას მიერ შემოთავაზებული აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა ახალი საბჭო შემდეგი შემადგენლბით:
შემდეგ, სესიაზე გამოვიდა ი. უბილავა, მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო კონტროლის კომიტეტის შექმნაზე“. სესიაზე დამტკიცდა ახალი კომიტეტი (თავჯსომარე კ. სიჭინავა)
დასასრულს, უმაღლესმა საბჭო შეუდგა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს არჩევას.
დღის წესრიგი ამოიწურა. აფხაზეთის ასსრ-ის მეათე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სესია დახურულად გამოცხადდა.[1]
აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს II სესია მოწვეულ იქნა 1980 წლის 24 ნოემბერს დილის 10 საათზე სოხუმში, ს. ჭანბას სახელობის აფხაზურ სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმღლესი საბჭოს თავჯდომარემ, დეპუტატმა გ. ძიძარიამ. დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ი. პაპასქირისა და გ. წირღვავას ხსოვნას, რომლებიც გარდაიცვალნენ პირველ და მეორე სესიებს შორის.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ფრუნზეს №10 საარჩევნო ოლქში დეპუტატად ს. ვ. ბაგაფშის არჩევისა და მის რწმუნებულებათა თაობაზე გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიის თავჯდომარე, დეპუტატი გ. ნაჭყებია.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარემ, დეპუტატმა ვ. კობახიამ წამოაყენა წინადადება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრად დეპუტატ მ. ლასურიას არჩევის შესახებ.
წინადადება ერთხმად იქნა მიღებული. დამტკიცდა სესიის დღის წესრიგი:
სესიაზე, მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონიმიკური და სოციალური განვითარების 1981 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ და აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1980 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ გამოვიდა დეპუტატი ი. ჭანბა. შემდეგ, მეორე საკითხზე „აფხაზეთის ასსრ-ის 1981 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ და აფხაზეთის ასსრ-ის 1979 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სიტყვით გამოვიდა დეპუტატი დ. ჯიჭონაია. ასევე პირველ ორ საკითხზე თანამოხსენებით გამოვიდა დეპუტატი ა. მოსკალენკო. მოხსენებების ირგვლივ კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: ზ. ავიძბა, ბ. ადლეიბა, მ. ზუხბაია, ვ. ანდრიბავა, ლ. ალანია, დ. გოგიბერაშვილი, ა. კონჯარია, კ. სიჭინავა, გ. მუსაილოვი, ტ. სოროკინა, ა. ხოკერბა, რ. კვანტალიანი და დ. დოღონაძე. დეპუტატებმა მოისმინეს აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის დეპუტატ დ. ჯიჭონაის საბოლოო სიტყვა, რის შემდეგადაც ერთხმად იქნა მიღებული აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1981 წლის სახელმწიფო გეგმა. ასევე ერთხმად იქნა მიღებული დადგენილება აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1980 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების შესახებ.
მოხსენებაზე „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკისა და კულტურის შემდგომი განვითარების შესახებ სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე“, სიტყვით გამოვიდა დეპუტატი ვ. ცუგბა. ამ საკითხის გამო დადგენილება ერთხმად მიიღო სესიამ.
სესიამ დაამტკიცა „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის და აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების თაობაზე დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“, რომელზეც მოხსენებით გამოვიდა დეპუტატი ვ. კობახია.
შემდეგ, სესიამ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებები.
დღის წესრიგი ამოიწურა. აფხაზეთის ასსრ-ის მეათე მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეორე სესია დახურულად გამოცხადდა.[2]
აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს III სესია მოწვეულ იქნა 1981 წლის 21 ივლისს.
აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს IV სესია მოწვეულ იქნა 1981 წლის 22 დეკემბერს.
აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს V სესია მოწვეულ იქნა 1982 წლის 20 ივლისს.
აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს VI სესია მოწვეულ იქნა 1982 წლის 7 დეკემბერს.
აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს VII სესია მოწვეულ იქნა 1983 წლის 23 ივლისს.
აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს VIII სესია მოწვეულ იქნა 1984 წლის 14 იანვარს ს. ჭანბას სახელობის აფხაზეურ სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა გ. ა. ძიძარიამ. დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მეშვიდე სესიის პერიოდში გარდაცვლილ დეპუტატის გაიოზ აკაკის ძე ჯაყელის ხსოვნას.
სესიამ ერთხმად დაამტკიცა შემდეგი დღის წესრიგი:
მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1984 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ და ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1983 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების შესახებ“ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ი. ჭანბა.
მოხსენება „აფხაზეთის ასსრ-ის 1984 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და აფხაზეთის ასსრ-ის 1982 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ გააკეთა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრმა, დეპუტატმა დ. ჯიჭონაიამ.
მოსმენილ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თანამოხსენება, რომლითაც გამოვიდა მისი თავმჯდომარე, დეპუტატი ა. მოსკალენკო.
მოხსენებებისა და თანამოხსენების გამო გამართულ კამათში მონაწილეობა მიიღეს: დეპუტატებმა ლ. ცვიჟბამ, გ. ნაჭყებიამ, ლ. აბაშიძემ, ნ. მარშანიამ, ნ. ლისენკომ, რ. ხაგბამ, მ. მარაბიანმა, ნ. ხასაიამ, ვ. კვარჭელიამ, თ. კოღონიამ, და გ ალანმა, ასევე სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილემ ა. ორლოვმა. კამათის დასასრულს საბოლოო სიტყვით გამოვიდნენ დეპუტატები ი. ჭანბა და დ. ჯიჭონაია.
ყოველმხრივი განხილვის შემდეგ დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს კანონები — „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1984 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ“ და „აფხაზეთის ასსრ-ის 1984 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და დადგენილებები „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1983 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების შესახებ“ და „აფხაზეთის ასსრ-ის 1982 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის დამტკიცების შესახებ“.
შემდეგ სესია გადავიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მშენებლობის, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის მუდმივი კომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე. ამ კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ს. ბ. კორიტნი.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ჯგუფების შეკითხვებზე პასუხის გასაცემად სიტყვა მიეცა აფხაზეთის ასსრ-ის აგროსამრეწველო გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, აფხაზეთის ასსრ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრს, დეპუტატ ვ. ანდრიბავას და აფხაზეთის ასსრ-ის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს შ. ფილიას. შემოსულ შეკითხვებზე პასუხები სესიამ ცნობად მიიღო.
ამით აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს მერვე სესიამ მუშაობა დაასრულა[3].
1984 წლის 23 იანვარს:
აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს IX სესია მოწვეულ იქნა 1984 წლის 20 ივლისს დილის 11 საათზე საბჭოების სახლის სხდომათა დარბაზში.
სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გ. ძიძარიამ. მან სესიას მოახსენა, რომ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მერვე სესიის შემდეგ პერიოდში ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში ჩატარდა დეპუტატის არჩევნები გასულის ნაცვლად.
სამანდატო კომისია გაეცნო არჩევნების მასალებს, შემოწმებულ იქნა ახლადარჩეული დეპუტატის უფლებამოსილებანი, ამასთან დაკავშირებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატი გ. ნაჭყებია. მან თქვა, რომ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად ერთსულოვნად იქნა არჩეული სკპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე პ. ლ. ქვაჩახია.
სამანდატო კომისიის მოხსენების გამო ერთხმად იქნა მიღებული დადგენილება არჩეული დეპუტატის უფლებამოსილებათა ცნობის თაობაზე.
სესია შეუდგა შემდეგი დღის წესრიგის დამტკიცებას:
დღის წესრიგის პირველ საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, დეპუტატი ვ. კობახია.
მოხსენების შემდეგ თავმჯდომარემ წინადადება შემოიტანა მოსმენილ იქნას მოხსენება დღის წესრიგის მეორე საკითხზეც და შემდეგ გამართულიყო კამათი ორივე საკითხზე. წინადადება მიღებულ იქნა.
დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვ. ცუგბა.
მოხსენებათა გამართულ კამათში მონაწილეობდნენ დეპუტატები ე. კაპბა, ვ. მიქანბა, ნ. ტრეგუბი, შ. შარანგია, თ. კოღონია, ბ. ნაწყებია, რ. ანშბა, ი. ზადიკიანი, ა. კონჯარია, ასევე აფხაზეთის ა. მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ო. დამენია, სოხუმის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე რ. კვანტალიანი, ოჩამჩირის რაიონის თხინის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ა. დუმავა, გუდაუთის სახახლო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ს. ტარკილი, ტყვარჩელის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის სახალხო განათლების განყოფილების გამგე ა. ჩხეტია.
სესიაზე სიტყვით გამოვიდა სკპ ცკ ბიუროს წევრობის კანდიდატი, პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბ. ადლეიბა.
კამათის შემდეგ თავმჯდომარემ კენჭი უყარა დადგენილებათა პროექტებს განხილულ საკითხებზე. დადგენილებები ერთხმად იქნა მიღებული.
შემდეგ სესია გადავიდა დღის წესრიგის მორიგი საკითხის განხილვაზე — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცებაზე. ამ საკითხზე მოგვიანებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ი. კვიწინია.
კანონებისა და დადგენილებათა პროექტების აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ დეპუტატებს წინასწარ დაურიგდათ. ერთხმად იქნა მიღებული კანონები აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ.
შემდეგ თავმჯდომარემ თქვა, რომ დეპუტატთა ჯგუფმა მიმართა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რათა სესიას ინფორმაცია გაუკეთდეს იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებები განხორციელდა აფხაზეთში სახალხო მოხმარების საქონლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის. დეპუტათა ამ შეკითხვაზე პასუხი გასცა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ შ. შაკაიამ.
ისტორიის მეცნიერების დარგში, მეცნიერული კადრების მომზადებისაში დამსახურებისათვის და დაბადების 70 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გ. ძიძარია სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით დაჯილდოვებულ იქნა ხალხთა მეგობრობის ორდენით.
აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეცხრე სესიამ ამით მუშაობა დაამთავრა[5].
აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს X სესია მოწვეულ იქნა 1984 წლის 24 დეკემბერს.
სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გ. ძიძარიამ. სესიის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრის, სსრ კავშირის თავდაცვის მინისტრის, საბჭოთა კავშირის მარშალს დ. უსტინოვის ხსოვნას.
სესიამ მიიღო შემდეგი დღის წესრიგი:
მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1985 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1984 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ი. ჭანბა.
მოხსენება „აფხაზეთის ასსრ-ის 1985 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და აფხაზეთის ასსრ-ის 1983 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ გააკეთა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრმა, დეპუტატმა დ. ჯიჭონაიამ.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საგეგმო საბიუჯეტო კომისიის თანამოხსენება გააკეთა მისმა თავმჯდომარემ ა. მოსკალენკომ.
მოხსენებებისა და თანამოხსენების გამო გაიმართა კამათი. კამათში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა: ს. ბაგაფშმა, ნ. ქარქაშაძემ, შ. შარანგიამ, მ. შპაკოვამ, ნ. მარშანიამ, ა. ჯანსუზიანმა, რ. ხაგბამ, ლ. კვიტატიანმა და ვ. ანდრიბავამ, ასევე აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრმა რ. ჩალმაზმა და გუდაუთის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ ს. თარკილმა.
კამათის დამთავრების შემდეგ საბოლოო სიტყვებით გამოვიდნენ დეპუტატები ი. ჭანბა და დ. ჯიჭონაია.
ამის შემდეგ დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1985 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ“, კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის 1985 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, დადგენილებანი „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1984 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“, „აფხაზეთის ასსრ-ის 1983 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“.
შემდეგ სესია გადავიდა შემდეგი მუხლის განხილვაზე — „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ“. ამ საკითხზე მოხსენება გააკეთა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანმა დეპუტატმა ი. კვიწინიამ. სესიამ დაამტკიცა წარმოდგენილი ბრძანებულებანი.
დეპუტატთა ჯგუფის შეკითხვაზე პასუხით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის განათლების მინისტრი, დეპუტატი თ. კოღონია.
დასასრულს სესიაზე გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, დეპუტატი ვ. კობახია., რომელმაც მაღალი შეფასება მისცა დეპუტატების წვლილსმიმდინარე წლის დავალებათა წარმატებით შესრულებაში.
აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეათე სესიამ ამით მუშაობა დაამთავრა[6].
I მოწვევა (1938-1947 • არჩევნები • დეპუტატები) • II მოწვევა (1947-1951 • არჩევნები • დეპუტატები) • III მოწვევა (1951-1955 • არჩევნები • დეპუტატები) • IV მოწვევა (1955-1959 • არჩევნები • დეპუტატები) • V მოწვევა (1959-1963 • არჩევნები • დეპუტატები) • VI მოწვევა (1963-1967 • არჩევნები • დეპუტატები) • VII მოწვევა (1967-1971 • არჩევნები • დეპუტატები) • VIII მოწვევა (1971-1975 • არჩევნები • დეპუტატები) • IX მოწვევა (1975-1980 • არჩევნები • დეპუტატები) • X მოწვევა (1980-1985 • არჩევნები • დეპუტატები) • XI მოწვევა (1985-1991 • არჩევნები • დეპუტატები) • XII მოწვევა (1991-1992 • არჩევნები • დეპუტატები)