1990-იანების შუა პერიოდში მ. საად აუიოუბმა გათხრების დროს აღმოაჩინა ახალი არქეოლოგიური ტერიტორია, სადაც ძვ. წ. II საუკუნის სამეფოს ნარჩენები აღმოჩნდა. დაახლოებით 160,000 მ² ტერიტორია იყო შემოსაზღვრული აგურის კედლებით. განვითარებული იყო კულტურა და ირიგაციის სისტემა. რადიოკარონულმა კვლევამ აჩვენა, რომ ირიგაციის სისტემა I საუკუნის პირველ ნახევარში მიატოვეს. მას შემდეგ ქალაქი აღარ აღდგენილა.
ჰაჯარ იაჰირი სამხრეთი არაბეთისთვის განსაკუთრებულად დიდი ქალაქი იყო, რომელიც ელინისტური კულტურის გავლენას განიცდიდა. ქალაქში ბლომად იყო ტაძრები და სასახლეები. ქალაქში განვითარებული იყო ვაჭრობა და არსებობდა ქარვასლები. აღმოჩენილია აუსანიური წარწერები, რომლებიც ქატაბანიურ ენაზეა შესრულებული.
სხვა მსგავსი წვრილი არაბული სამეფოების მსგავსად ჰაჯარ იაჰირიც მდებარეობდა განიერი უაიდის სათავეში.
ლიტერატურა
Caravan Kingdoms: Yemen and the Ancient Incense Trade Freer Gallery, Washington, 2005. Exhibition of archeological objects from Yemen, setting Awsan in context. Catalogue.
Robert Hoyland, Arabia and the Arabs: From the Bronze Age to the Coming of Islam (series Ancient Peoples)
Freya Stark and Jane Geniesse The Southern Gates of Arabia: A Journey in the Hadhramaut