აჟარის მუნიციპალიტეტი

აჟარის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
ადმ. ცენტრი ცენტრალური აჟარა
კოორდინატები 43°06′23″ ჩ. გ. 41°44′08″ ა. გ. / 43.106417° ჩ. გ. 41.735556° ა. გ. / 43.106417; 41.735556
მმართველი მევლუდ ჯაჭვლიანი[1]
დაარსდა 2006
ფართობი 2540 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 1500 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
ოფიციალური საიტი zemoapkhazeti.ge
300
300
აჟარის მუნიციპალიტეტი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აჟარის მუნიციპალიტეტი
ზემო აფხაზეთის რუკა

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიმუნიციპალიტეტი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ადმინისტრაციული ცენტრი — სოფელი ცენტრალური აჟარა.[2] მდებარეობს კოდორის ხეობაში. 2006 წელს შეიქმნა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი. მისი მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 1500 ადამიანს. 2006 წლის სექტემბრიდან 2008 წლის აგვისტომდე მისი მთავარი სოფელი, ჩხალთა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის სამყოფელს წარმოადგენდა.[3] 2008 წლიდან, კოდორის ხეობის ბრძოლის შემდეგ, ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[4][5] მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია აღარ იყო საქართველოს მიერ კონტროლირებადი, საქართველოს მთავრობამ შეინარჩუნა მუნიციპალური სტატუსი სეპარატისტული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის ადმინისტრაციულ დაყოფაში რაიმე ცვლილების არ აღიარების ნიშნად. დევნილი მუნიციპალური მთავრობის ამჟამინდელი დროებითი ადგილი თბილისია.

2012 წლის 4 მაისს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულომ №6 დადგენილებით დაამტკიცა: აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიმბოლოები – გერბი და დროშა.[6]

ტერიტორიული ერთეულები

მუნიციპალიტეტში შემდეგი ტერიტორიული ერთეულებია:[7]

  1. ომარიშარა-გვანდრა — გვანდრა, ზემო ომარიშარა, ქვემო ომარიშარა;
  2. გენწვიში-ხუტია — მარცხენა გენწვიში, მარჯვენა გენწვიში, ტვიბრაშერი, ხუტია.
  3. აჟარა — ბრამბა, ზემო აჟარა, ნაჰარი, ქვემო აჟარა, ცენტრალური აჟარა, ხეცქვარა;
  4. ჩხალთა — აძგარა, ბუჩუყური, ბუძუგური, ზემო ზიმა, მარცხენა პტიში, მარჯვენა პტიში, ქვაფჩარა, ქვემო ზიმა, შაფათკვარა, ჩხალთა;
  5. საკენი — საკენი.

გეოგრაფია

გეოგრაფიულად, ზემო აფხაზეთი მოიცავს ზემო კოდორის ველს, ჩხალთის ქედს და მარუხის უღელტეხილს რუსეთის ფედერაციის საზღვარზე. აქ დაახლოებით 2000 ადამიანი იყო დასახლებული, ძირითადად ეთნიკური ქართველები (სვანები). აჟარის მუნიციპალიტეტი აფხაზეთის ტერიტორიის დაახლოებით 29%-ს შეადგენს და მაღალი სტრატეგიული მნიშვნელობისაა აფხაზეთის მიერ კონტროლირებად დედაქალაქ სოხუმთან და რეგიონის სხვა მნიშვნელოვან ქალაქებთან სიახლოვის გამო.

ისტორია

1992 წლის აფხაზეთის ომის შემდეგ 2008 წლამდე აჟარის მუნიციპალიტეტი იყო საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ერთადერთი ტერიტორია ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში. 2000-იან წლებში ამ ტერიტორიის აღსანიშნად გაჩნდა ტერმინი ზემო აფხაზეთი, რომელიც ძირითადად გამოიყენებოდა ქართველი ოფიციალური პირებისა და მედიის მიერ 2006 წლის ივლისში კოდორის ხეობაში ქართული ძალების წარმატებული ოპერაციიდან, რამაც რეგიონში ქართული წარმომადგენლობა უფრო გაამყარა.[8] მანამდე საქართველოს მთავრობა ახორციელებდა ძალიან თავისუფალ კონტროლს კოდორზე. ტერიტორიას ძირითადად მართავდა, 1994 წლიდან, ადგილობრივი მეომარი ემზარ კვიციანი. 2006 წელს საქართველოს პოლიციის ოპერაციების შედეგად დაიძრნენ აფხაზეთის სეპარატისტული ძალები, რომლებიც მანამდე ვერანაირად ვერ აღწევდნენ კოდორის ხეობაში.

2006 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის აფხაზი მეამბოხეების და მათი მოკავშირეების მიერ ჩრდილოეთ კავკასიიდან (1993) დაცემის 13 წლისთავზე, კოდორის ხეობას და საქართველოს მიერ მართულ მიწებს ოფიციალურად ეწოდა ზემო აფხაზეთი და გამოცხადდა აფხაზეთის „დროებით ადმინისტრაციულ ცენტრად“ და აფხაზეთის დე იურე ხელისუფლების შტაბ-ბინად.[9] აფხაზეთისა და რუსეთის პროტესტის მიუხედავად, იმავე დღეს საქართველოს დედაქალაქ თბილისის მაღალი რანგის დელეგაციამ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, დე იურე მთავრობის ახალი ოფისის ინაუგურაცია მოახდინა.[10]

მუნიციპალიტეტში ჩატარდა ძირითადი სარეაბილიტაციო პროგრამა, მათ შორის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია და უსაფრთხოების სამსახურების გაძლიერება. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააფუძნა ზემო აფხაზეთის საარჩევნო ოლქი, რითაც ამ ტერიტორიის მოსახლეობას საქართველოს ისტორიაში პირველად ნება დართეს მონაწილეობა მიეღო 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.[11]

2008 წლის 12 აგვისტოს, 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომის დროს, რუსმა და აფხაზურმა ძალებმა კოდორის ხეობის ბრძოლაში კონტროლი მოიპოვეს ზემო აფხაზეთზე.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ზემო აფხაზეთი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ციტირების თარიღი: 26 ივნისი 2016
  2. ზოგადი ინფორმაცია. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-15. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2024
  3. გაეროს რეზოლუცია აფხაზეთის შესახებ, აპრილი 2004
  4. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე — საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
  5. Trend News : Abkhazia says it controls most of Kodori Valley. ციტირების თარიღი: 2008-08-22
  6. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (12 მაისი, 2012). ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2025
  7. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (4 ოქტომბერი, 2024). ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2025
  8. საქართველოს საგარეო საქამეთა სამინისტრო - პრეს-რელიზი. ციტირების თარიღი: 2006-10-01
  9. Georgia Today on the Web
  10. თბილისი კოდორს აქცევს აფხაზეთის დროებით ადმინისტრაციულ ცენტრად, სივილ ჯორჯია, 2006 წლის 27 სექტემბერი.
  11. საქართველოს ისტორიაში პირველად კოდორის ხეობის მოსახლეობა წარმომადგენლობით ორგანოს აირჩევს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდი, 2006 წლის 3 სექტემბერი.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!