ანდრეს-იბანიესის პროვინცია (ესპ. Provincia de Andrés Ibáñez) — პროვინცია ბოლივიაში, სანტა-კრუსის დეპარტამენტის დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქია სანტა-კრუს-დე-ლა-სიერა, რომელიც ამავე დროს დეპარტამენტის დედაქალაქიცაა.
პროვინცია შეიქმნა 1944 წლის 6 დეკემბერს, გალბერტო ვილიაროელის პრეზიდენტობის დროს.
მდებარეობს ბოლივიის დაბლობში. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაჭიმულია 110 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 90 კმ-ზე.
მოსახლეობა
ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, ადგილი ჰქონდა პროვინციის მოსახლეობის 130%-იან ზრდას.
- 99% ლაპარაკობს ესპანურად, 12.5 % ასევე კეჩუაზე, 3,4 % აიმარაზე, 0,8 გუარანიზე. (1992)
- მოსახლეობის 15,7 %-ს არ აქვს ელექტროენერგია.
- 6.7 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 1% მაღაროებში, 14.1 % მრეწველობაში, 78.2 % მომსახურების სფეროში (2001).
- მორწმუნეთა 86.1 % კათოლიკეა, 9.7 % პროტესტანტი.
დაყოფა
პროვინცია შედგება ხუთი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| |
|
|