ალეკო შუღლაძე |
---|
დაბადების თარიღი |
1965 (59–60 წლის) |
---|
დაბადების ადგილი |
თბილისი |
---|
საქმიანობა |
მწერალი, რეჟისორი, სცენარისტი |
---|
ენა |
ქართული |
---|
ეროვნება |
ქართველი |
---|
ალმა-მატერი |
თსუ |
ალეკო შუღლაძე (დ. 1965) — ქართველი მწერალი, კინორეჟისორი და სცენარისტი.
ბიოგრაფია
განათლება
დაიბადა თბილისში. 1987 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, კინორეჟისორის სპეციალობით, რომელიც 1989 წელს დაამთავრა.
კინოკარიერა
1989-1993 წლებში მუშაობდა საქართველოს კინოსტუდიაში. 1994-1997 წლებში იყო მარგო კორაბლიოვას პერფორმანსის თეატრის არტისტი. 1998-2001 წლებში კინორეჟისორად მუშაობდა „კავკასიურ სახლში“, რა დროის მანძილზეც გადაიღო ათამდე დოკუმენტური ფილმი ძალადობის წინააღმდეგ. 2001-2003 წლებში რეჟისორად და სცენარისტად მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“.
სამწერლო კარიერა
წერა 1989 წელს დაიწყო. 2001 წელს მისმა მოთხრობამ „პასუხები ერთ-ერთი მცირეტირაჟიანი ჟურნალისთვის“ მერიის სპეციალური პრიზი მოიგო. 2002 წელს გამოსცა პირველი რომანი „სამსარა“. მას მოჰყვა მოთხრობათა კრებულები: „გაქცევის მცდელობა“ (2001) და „წიგნების კაცი“ (2015). 2016 წელს ავტორმა გამოაქვეყნა რომანი „გადამალვა“, რომლისთვისაც მიიღო პრემია საბა საუკეთესო რომანის კატეგორიაში.[1]
ბიბლიოგრაფია
მოთხრობათა კრებულები
- „გაქცევის მცდელობა“ (2001)
- „წიგნების კაცი“ (2015)
რომანები
- „სამსარა“ (2002)
- „გადამალვა“ (2016)
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო