აბუ აჰმად ალი იბნ აჰმად ალ-მუთამიდი (არაბ. أبو أحمد علي بن أحمد المعتمد; უკეთ ცნობილი, როგორც ალ-მუქთაფი ბილაჰი, არაბ. المكتفي بالله; დ. 877/878 — გ. 13 აგვისტო, 908) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა ბაღდადში 902–908 წლებში. მისი წინამორბედის, ხალიფა ალ-მუთადიდისა და თურქი მხევლის შვილი. თავისი მმართველობის დასაწყისში გააუქმა მამამისის საიდუმლო ციხეები და შეწყვიტა ბაღდადში არსებული ტერორი, რის გამოც საკმაოდ პოპულარული გახდა ხალხში. მისი თითქმის შვიდწლიანი მმართველობის პერიოდში სახალიფოს მრავალი საფრთხე დაემუქრა, თუმცა ალ-მუქთაფმა მათი დაძლევა შეძლო. მეტ-ნაკლები წარმატებით ებრძოდა ბიზანტიელებს.
ლიტერატურა
- William Muir: The Caliphate, its rise, decline and fall