ალ-მუსთანჯიდი (არაბ. المستنجد بالله; დ. 1124 — გ. 20 დეკემბერი, 1170) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 1160–1170 წლებში. წინამორბედის, ალ-მუკთაფის ვაჟი. მამამისის ერთ-ერთ ცოლს სურდა ტახტზე მისი შვილი ასულიყო, ამიტომ გადაიბირა მრავალი ამირა და სცადა ახალი ხალიფას მოკვლა, თუმცა შეთქმულება მარცხით დასრულდა და ალ-მუსთანჯიდმა მეამბოხეები ციხეში გამოკეტა.
ლიტერატურა
- William Muir, The Caliphate: Its Rise, Decline, and Fall.