ალ-მუკთაფი (არაბ. المقتفي لأمر الله; დ. 1096 — გ. 12 მარტი, 1160) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 1136-1160 წლებში. მისი წინამორბედის, არ-რაშიდის ბიძა. ხალიფა გახდა თურქ-სელჩუკების მიერ მისი დისშვილის გადაყენების შემდეგ 41 წლის ასაკში. თავდაპირველად წარმატებით ახერხებდა ბაღდადის დაცვას სხვადასხვა თავდასხმისაგან, თუმცა სელჩუკთა სულთნის ვაჟის მამის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობაში წაქეზების გამო თურქები ბაღდადში შეიჭრნენ. ხალიფამ თავი ქალაქის აღმოსავლეთ კვარტალს შეაფარა. მოგვიანებით ალ-მუკთაფმა შეძლო თურქების ნდობის დაბრუნება. მას ისტორიკოსები ახასიათებენ, როგორც გაბედულ პიროვნებას. გარდაიცვალა 1160 წლის 12 მარტს, მანამდე კი მემკვიდრედ გამოაცხადა თავისი შვილი ალ-მუსთანჯიდი.
ლიტერატურა
- William Muir, The Caliphate: Its Rise, Decline, and Fall.
- Али-заде А. Аль-Муктафи Лиамриллах (530/113-555/1160) // Хроника мусульманских государств. — М.: Умма, 2007. — 445 с. — ISBN 5-94824-111-4.