ალ-მუთავაქილი (დ. უცნობია — გ. 861) — აბასიანთა დინასტიის ხალიფა. სახალიფოს მართავდა 847-861 წლებში. მის დროს სახელმწიფო რელიგიად მუთაზილობის ნაცვლად კვლავ ორთოდოქსული ისლამი - სუნიტობა გამოცხადდა. სუნიტებზე დაყრდნობით ალ-მუთავაქილი ცდილობდა თურქული გვარდიის მზარდი გავლენის შესუსტებას. 853 წელს ალ-მუთავაქილმა თბილისის ამირა საჰაკ ისმაილის ძის წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყო ბუღა თურქის სარდლობით. ალ-მუთავაქილი მოკლეს თურქული გვარდიის მეთაურებმა. მისის სიკვდილის შემდეგ ხალიფის ხელისუფლება უკიდურესად დასუსტდა.
ლიტერატურა