აბუ ჯაფარ აბდ ალ-ლაჰ იბნ-მუჰამად ალ-მანსური ( არაბ. ابو جعفر عبدالله ابن محمد المنصور) (დ. 705 — გ. 775) — აბასიანთა დინასტიის ხალიფა 754-775 წლებში. აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქის – ბაღდადის – დამაარსებელი. გაატარა ადმინისტრაციულ-ფინანსური რეფორმები. ხელს უწყობდა ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას.
ლიტერატურა