აბუ მანსურ მუჰამად ალ-კაჰირ ბილაჰი (არაბ. أبو منصور محمد القاهر بالله; ჩვეულებრივ ცნობილია, როგორც ალ-კაჰირ ბილაჰი (არაბ. القاهر بالله — „ღვთის ნებით გამარჯვებული”); დ. 899 — გ. 950) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა ბაღდადში 932-934 წლებში.
წინა ხალიფას, ალ-მუკთადირის სიკვდილისთანავე, დიდებულებმა, რომლებიც შიშობდნენ, რომ მისი ვაჟიშვილი მამის სიკვდილისათვის შურს იძიებდა, ახალ ხალიფად ალ-მუკთადირის ძმა, ალ-კაჰირი აირჩიეს, მაგრამ ის მის წინამორბედზე უარესი მმართველი აღმოჩნდა. საკუთარ ღვთაებრივობაში დარწმუნებული სახალიფოს დიდი სისასტიკით მართავდა. წამებით დაახოცინა ალ-მუკთადირის დედა და შვილები. საბოლოოდ, 934 წელს შეთქმულებმა დაამხეს, თვალები დასთხარეს და დააპატიმრეს, თუმცა თერთმეტი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. გარდაიცვალა 950 წელს.
ლიტერატურა
- William Muir: The Caliphate, its rise, decline and fall