ალ-კადირი (არაბ. القادر; დ. 947 — გ. 29 ნოემბერი, 1031) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 991–1031 წლებში. ალ-მუკთადირის შვილიშვილი. ხალიფად აირჩიეს მისი ბიძაშვილის, ატ-ტაის დამხობის შემდეგ.
ალ-კადირს ახასიათებენ, როგორც კეთილ, რელიგიურ და სათნო ადამიანს. მან თავისი მმართველობის 40 წლის განმავლობაში შეძლო გარკვეულწილად დაებრუნებინა აბასიანთა სახალიფოსათვის წარსული ბრწყინვალება. მისი მმართველობის პერიოდში აბასიანთა სახალიფოს ღაზნევიდების სახელმწიფოსთან რამდენიმე კონფლიქტი ჰქონდა. აღსანიშნავია, ასევე, ხალიფას მიერ შიიზმის წინააღმდეგ სუნიზმის განსამტკიცებლად გატარებული ღონისძიებები, მათ შორის 1011 წლის „ბაღდადის მანიფესტი“.
ალ-კადირი გარდაიცვალა 1031 წელს ბაღდადში 87 წლის ასაკში.
ლიტერატურა
- Али-заде А. (2007). Аль-Кадир Биллах Ахмад ибн Исхак Шбн аль-Муктадир (381/992-422/1031). М. ISBN 5-94824-111-4.
- Рыжов К.В. (2004). Аббасиды. М.
სქოლიო