აზერბაიჯან-პოლონეთის ურთიერთობები — მოიცავს აზერბაიჯანსა და პოლონეთს შორის ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობას. პოლონეთის საელჩო გაიხსნა აზერბაიჯანში 2001 წლის 23 აგვისტოს, ხოლო აზერბაიჯანის საელჩო პოლონეთში კი 2004 წლის 30 აგვისტოს. ორივე ქვეყანა არის ევროპის საბჭოსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) სრულუფლებიანი წევრი.
პოლიტიკური ურთიერთობები
პოლონეთმა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა 1991 წლის 27 დეკემბერს ცნო. თუმცა ინტენსიური დიპლომატიური ურთიერთობები განვითარდა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ჰეიდარ ალიევი 1997 წლის აგვისტოში იმყოფებოდა პოლონეთში, ხოლო შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი ეწვია აზერბაიჯანს 1999 წლის ოქტომბერში. პოლონეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანის კანდიდატურას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.[1] სომხეთის წინააღმდეგ მთიანი ყარაბაღის ომის დროს პოლონეთმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანს, თუმცა მოგვიანებით პოლონეთმა ასევე აღიარა სომხების გენოციდი, საკითხის მიმართ ამგვარმა დამოკიდებულებამ აზერბაიჯანში პროტესტი გამოიწვია.[2][3][4]
2007 წელს პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ეწვია აზერბაიჯანს, ხოლო 2008 წლის 26 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმყოფებოდა პოლონეთში. ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ორივეს ქვეყნის ერთობლივ განცხადებას. განცხადებაში აღინიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. კაჩინსკი ჰეიდარ ალიევის ორდენით დააჯილდოვეს მისი მეხუთე ვიზიტის დროს, ურთიერთობების განვითარების საქმეში სპეციალური წვლილისთვის.[5]
ეკონიმიკური ურთიერთობები
2008 წელს, პირველად ეკონომიკური ურთიერთობების ისტორიაში, აზერბაიჯანმა მოიპოვა ვაჭრობის ჭარბი წილი, ხოლო პროდუქტის ბრუნვავ ორ ქვეყანას შორის 166,9 მილიონ დოლარს მიაღწია.[6] კომპანია „Sarmatiya“ დაარსდა ბაქო-ოდესა-ბროუდი-პლოკი-გდანსკი მილსადენის ტექნიკური დეტალების მოსამზადებლად. ეს პროექტი აჩვენებს აზერბაიჯანის მზარდ როლს პოლონეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.[7]
კულტურული ურთიერთობები
XIX საუკუნის შუა წლებში აზერბაიჯანული გმირული ეპოსი „Koroghlu“ თარგმნა ალექსანდრე ჩოდიჩკომ, რომელიც შემდგომ გამოქვეყნდა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ვარშავა ასევე არის, ბოლო ადგილი, რომელიც აზერბაიჯანელმა მეცნიერმა და მწერალმა აბასყული-აღა ბაქიხანოვმა გადადგომამდე მოინახულა. მან ვარშავაში დაწერა მრავალი ლექსი და მისი ცნობილი პოემა „ცათა საიდუმლოებები“ არაბულ ენაზე.[8]
ჯოზეფ გოსლავსკიმ და ჯოზეფ პლოშკო ცნობილები არიან იმით, რომ აზერბაიჯანში არაერთი შენობის არქიტექტორები იყვნენ. ასევე მათ მიერ არის აშენებული ისმაიიას სასახლე და დღევანდელი ბაქოს თოჯინების თეატრი.[9]
ბაქოს სლავური უნივერსიტეტის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა 2006 წლის 9 ნოემბერს. პოლონელმა ინჟინერმა პაველ პოტოტსკიმ წარმოადგინა კასპიის ზღვაში ნავთობის მოპოვების პირველი პროექტი და უზრუნველყო მისი შესრულება.[10]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ The Messenger, Georgia - Oct 22, 2004
- ↑ MFA official site on 1996 Lisbon Summit of OSCE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 6, 2011. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 30, 2019.
- ↑ "Alien Imperial Forces Entered Nagorno-Karabakh" –Polish President - article
- ↑ YAP article. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 27, 2011. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 30, 2019.
- ↑ Armenian youth organizations condemn Polish Government decision - Times.am[მკვდარი ბმული]
- ↑ http://www.thenational.ae/business/energy/dragon-to-breathe-fire-on-all-fronts
- ↑ ABC news on "Sarmatiya". დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 26, 2012. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 30, 2019.
- ↑ Azeri Literature დაარქივებული September 28, 2007, საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები (in Russian). Fundamental Electronic Library The Russian Literature and Folklore. Retrieved 29 August 2006
- ↑ Józef Plośko. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 3, 2012. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 30, 2019.
- ↑ Concise History of Azerbaijan Oil by Miryusif Mirbabayev. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-04. ციტირების თარიღი: 2019-10-30.