ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ქეთევან დედოფლის გამზირიდან ალექსანდრე წურწუმიას ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ფოსტის ქუჩა. რევოლუციამდე ამ ქუჩის მახლობლად მდებარეობდა თბილისის II საფოსტო განყოფილება.[1] 2017 წელს ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის სახელი ეწოდა.[2] აქვს 1 შესახვევი და 1 ჩიხი.