აბდ ალ-მალიქ I ( სპარს.عبدالملک936 ან 944 / 5ნოემბერი, 961 ) — ხორასანისა და ტრანსოქსიანის სამანიდი მმართველი ( 954 - 961 ), მამის ნუჰ I- ის მემკვიდრე. გვიანდელი წყაროს მიხედვით (აჰმედ ალ-კუბავის თარგმანი ნარშახის" ბუხარას ისტორიისა"), ის მხოლოდ 10 წლის იყო, როდესაც ტახტზე ავიდა. ნუჰ I- ის დროს დაწყებული ომი ბუიდებთან, დასრულდა მისი მმართველობის დროს (955-956 წწ.) ზავით, რომელიც სამანიდებისთვის განსაკუთრებით არ იყო მომგებიანი. როგორც მონეტებიდან ჩანს, ზავის დადება დაკავშირებული იყო ხალიფა ალ-მუტის აღიარებასთან.
ცოტა რამ არის ცნობილი აბდ ალ-მალიქის დროს ქვეყნის შიდა მდგომარეობის შესახებ. სავარაუდოდ, რეალური ძალაუფლება თურქი ღულამების ხელში რჩებოდა, რომლებიც ნუჰის დროს დაწინაურდნენ. აბდ ალ-მალიქის ნაადრევი სიკვდილი ჩოვგანის თამაშის დროს ცხენიდან გადმოვარდნამ გამოიწვია. მისი ვაჟი ნასრი, მაკდისის გადმოცემით, მმართველად მხოლოდ ერთი დღით აღიარეს.[1]
წარმომავლობა
აბდ ალ-მალიქი იყო ნუჰ I- ის უფროსი ვაჟი. ისტორიკოს ნარშახის გადმოცემით, აბდ ალ-მალიქი ტახტზე 10 წლის ასაკში ავიდა, რაც ნიშნავს, რომ იგი დაიბადა 944/5 წელს. Encyclopaedia Islamica ნარშაჰის ინფორმაციას არადამაჯერებლად და შესაძლოა, არასწორადაც თვლის, ვინაიდან ქრონიკებში არ არის ნახსენები 10 წლის აბდ ალ-მალიქი, რომელსაც რეგენტი სახელმწიფოს მართვაში ეხმარებოდა. თუმცა, მასში კვლავ წერია: „სანამ არ გამოჩნდება დამატებითი დოკუმენტაცია, ამ საკითხზე უფრო გარკვევით არ შეიძლება რამის თქმა. “ [2]
Მმართველობა
ნუჰ I-ის მმართველობის შემდეგ სამანიდების იმპერიაში რამდენიმე სირთულე წარმოიშვა: ფინანსური სირთულეები, ჯარში უკმაყოფილება და მეზობლად ბუიდების ძლიერი დინასტიის გაჩენა. იმპერია ასევე დაასუსტა შინაგანმა უთანხმოებამ, ქმედუნარიანი ვეზირების ნაკლებობამ და თურქი ღულამი ჯარისკაცების მზარდმა ძალაუფლებამ. მამისგან აბდ ალ-მალიქმა მემკვიდრეობით მიიღო პრობლემური სამეფო; როდესაც ნუჰის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, სამეფოს სხვადასხვა კუთხეში ბევრი მეთაური აჯანყდა. აბდ ალ-მალიქმა ტახტზე ასვლა მხოლოდ წამყვანი სამხედრო ლიდერების მხარდაჭერით მოახერხა. მისი მმართველობის დასაწყისიდანვე ფაქტობრივი ძალაუფლება სამხედრო ლიდერებსა და კარისკაცებს ეკუთვნოდათ. აბდ ალ-მალიქმა თავის ვეზირად დანიშნა აბუ მანსურ მუჰამედ იბნ უზაირი, ხოლო ბაქრ იბნ მალიქ ალ-ფერღანიმ შეინარჩუნა ხორასანის გამგებლის თანამდებობა. [3]
ღულამები სწრაფად ძლიერდებოდნენ. ალპ-ტეგინმა მიიღო ხორასანის გამგებლის პოსტი და ამ თანამდებობაზე დანიშნა აბუ ალი ბალამი, აბუ - ფადლი ბალამის ვაჟი. თუმცა, ახალი ვეზირი მამასავით კომპეტენტური არ იყო. მე-11 საუკუნისირანელი ისტორიკოსის გარდიზის მიხედვით, ალპ-თეგინი და ბალამი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ; მან ასევე დაამატა, რომ „ბალამი არასოდეს არაფერს აკეთებდა ალპ-თეგინის რეკომენდაციის გარეშე.“
აბდ ალ-მალიქის პიროვნება
აბდ ალ-მალიქის პიროვნების შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. შამსუდინ ალ მუკადასი მას სამანიდ მონარქებს შორის განსაკუთრებულ ფიგურად თვლიდა, შაბანკარაი კი — სამართლიან და სათნო კაცად. თავისი მმართველობსი დროს აბდ ალ-მალიქი ცნობილი იყო როგორც ალ-მუაფფაკი ("ღვთიურად მოწყალე"), ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, როგორც ჩანს, მას უწოდეს ალ-მუაიადი.[4]
ლიტერატურა
Бартольд В. В. Абд ал-Мелик // Бартольд В. В. Сочинения. — М.: Наука, 1964. — Т. II, Ч. 2: Работы по отдельным проблемам истории Средней Азии. — С. 485.