მავერანაჰრი — (არაბ. ما وراء النهر Ma Wara' un-Nahr, სიტყვასიტყვით — „მდინარეთშორისი“). ცნობილია აგრეთვე, სახელწოდებით ტრანსოქსიანა (ლათ. Transoxiana) და ფარარუდი (სპარს. فرارود Farārud) – ისტორიული ოლქი ცენტრალურ აზიაში, სამარყანდ-ბუხარის რეგიონში, ამუდარიისა და სირდარიის შუამდინარეთში.
სახელწოდება „მავერანაჰრი“ წარმოიშვა არაბული დაპყრობების დროს VII–VIII საუკუნეებში და თავდაპირველად აღნიშნავდა ამუდარიის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ოლქებს. მავერანაჰრი აღნიშნავს "სანაპიროს", "მდინარის ნაპირს". მოგვიანებით ეს ტერმინი გადაიქცა ამუდარიასა და სირდარიას შორის მდებარე მთელი რეგიონის სახელწოდებად.