Share to: share facebook share twitter share wa share telegram print page

აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-საიდ მუჰამადი

აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-საიდ მუჰამადი (არაბ. عبدالله بن سيد محمد خليفة; დ. 1846 — გ. 24 ნოემბერი, 1899) — მაჰდის გარდაცვალების შემდეგ სუდანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამგებელი (1885–1898).

მოსპო ტომთა ბელადების სეპარატიზმი და განამტკიცა მაჰდელთა სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლება. ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გახსნა თოფ-იარაღის საწარმოები, შექმნა ძლიერი არმია. თავს ესხმოდა ეთიოპიასა და ეგვიპტეს. 1896–1898 წლებში შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწია ინგლისისა და ეგვიპტის მიერ სუდანის ხელახალ დაპყრობას. 1898 წლის 2 სექტემბერს, ომდურმანის ბრძოლაში ინგლისურ არმიასთან დამარცხების შემდეგ ხელმძღვანელობდა სუდანელთა პარტიზანულ ბრძოლას. დაიღუპა ინგლისელებთან ერთ-ერთი შეტაკების დროს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya