WE (ტანსაცმელი)

მთავარი ოფისი

WEნიდერლანდური პრემიუმ ბრენდი, ქუჩის მოდის საცალო გამყიდველი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საკუთარ ბრენდ "WE"-ს ტანსაცმელს,ფეხსაცმელს,ჩანთებსა და აქსესუარებს. ის მსოფლიოს 7 ქვეყანაში ოპერირებს და მის მფლობელობაში 207 მაღაზიაა.

მაღაზიები სამ ტიპად არის დაყოფილი:

  • WE მაღაზია: ყიდის როგორც ქალის და მამაკაცის ასევე საბავშვო კოლექციებს
  • WE მამაკაცი:ყიდის მხოლოდ მამაკაცის კოლექციებს
  • WE ქალი : ყიდის მხოლოდ ქალის კოლექციებს

ისტორია

ამ კომპანიამ მოღვაწეობა 1962 წელს დაიწყო, სახელწოდებით 'HIJ', რაც ჰოლანდიურად მესამე პირის მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელია (he) და შესაბამისად მხოლოდ მამაკაცის ხაზს აწარმოებდა. მალევე მას ქალის ტანსაცმლის ხაზი შეემატა სახელწოდებით 'ZY' (ჰოლანდიურად მდედრობითი სქესის აღმნიშვნელი პირის ნაცვალსახელი she). შემდგომში ეს სახელები we woman და we man-ით შეიცვალა, რადგან 1999 წელს კომპანიამ საერთაშორისო ფილიალების გახსნა გადაწყვიტა. ამჟამად WE-ს მაღაზიები წარმოდგენილია საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, ლუქსემბურგში, შვეიცარიასა და ჩინეთში.

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!