TiVo Corporation (ადრე Rovi Corporation) – ამერიკული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებაზე, ასევე კოპირებისგან მის დაცვაზე.
Rovi Corporation 2009 წლის ივლისამდე ცნობილი იყო სახელწოდებით Macrovision Solutions Corporation (Macrovision).[1]
ისტორია
კომპანია დაარსდა 1983 წელს. პირველი პროდუქტი, რომელიც კოდირებული იქნა Macrovision-ის ხელშეწყობით იყო ფრენსის ფორდ კოპოლას მიერ 1985 წელს გადაღებული ფილმი – The Cotton Club.[2] 1980-იანი წლების ბოლომდე ჰოლივუდის დიდი გადაღებების უმრავლესობა იყენებდა Macrovision-ის მომსახურებას. უფრო გვიანდელ დროს, წარმოებამ გააფართოვა DVD-ის და ციფრული კამერების საკუთარი ასორტიმენტი. ასევე სთავაზობდა ვიდეო თამაშების ან მუსიკის ციფრული მონაცემების დაცვას.
2008 წლის 7 დეკემბერს Macrovision-მა 2,8 მილიარდი ამერიკული დოლარის ფასად იყიდა Gemstar-TV Guide.
სხვადასხვა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო