„They Dance Alone (Cueca Solo)“ — ინგლისელი მომღერალ და მუსიკოს სტინგის სიმღერა ალბომიდან Nothing Like the Sun, რომელიც გამოიცა სინგლის სახით, 1988 წელს. სიმღერაში მუსიკოსი აკრიტიკებს აუგუსტო პინოჩეტის რეჟიმს და უმღერის მის მსხვერპლებს. უშუალოდ, სიმღერა ტრიალებს მათი თემის ირგვლივ. ასევე საუბარია დედებზე, რომლებიც საკუთარ თავს ეცეკვებიან - როგორც ცნობილია, ეს იყო დედების სამგლოვიარო ცეკვა, რომელიც ეძღვნებოდა დაკარგულ ადამიანს.
სიმღერაში მოწვეული მუსიკოსის სახით უკრავს მარკ ნოპფლერი.