The Slim Shady LP — ამერიკელი რეპერ ემინემის სადებიუტო ალბომი ლეიბლზე Interscope Records და Dr. Dre-ს Aftermath Entertainment-ზე[11]. იგი გამოვიდა 1999 წლის 23 თებერვალს. ალბომი ჩაიწერა ფერნდეილში (მიჩიგანის შტატი), Dr. Dre-ს, Bass Brothers და თავად ემინემის პროდიუსერობით. ალბომის ტექსტებში მოვლენების დიდი ნაწილის თხრობა მიმდინარეობს რეპერის ალტერ-ეგოს, სლიმ შეიდის მიერ (რომელიც მანამდე გამოჩნდა 1997 წლის EP-ზე Slim Shady EP). ტექსტები გამოირჩევა ძალადობის ციტირებით და უცენზურო სიტყვების დიდი რაოდენობის გამოყენებით.
ალბომის გამოცემას მოჰყვა კრიტიკოსთა აღიარება და კომერციული წარმატება. კრიტიკოსები გამოარჩევდნენ რეპერის ტექსტების უნიკალურ სტილს. გამოსვლისთანავე დისკი აშშ-ის Billboard 200-ში მოხვდა მეორე პოზიციაზე (წინ მხოლოდ TLC-ს FanMail უსწრებდა), 283 000 გაყიდული ასლით. პირველი ოფიციალური სინგლი „Just Don't Give a Fuck“Billboard-ის ასეულში არ მოხვედრილა, მაგრამ შევიდა „Bubbling Under“-ის ასეულში, ავიდა რა მე-14 პოზიციამდე (რაც ამ ჩარტში 114-ის ტოლია). მეორე სინგლი „My Name Is“Billboard-ის ასეულში #36-მდე ავიდა და იყო რეპერის პირველი მოხვედრა ამ ჩარტში. შემდგომში The Slim Shady LP ოთხმაგი პლატინის სტატუსით აღინიშნა RIAA-ს მიერ. მან გაიმარჯვა გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო რეპ-ალბომის კატეგორიაში, ხოლო 2012 წელს Rolling Stone-მა ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში #275-ედ დაასახელა.[12]
The Slim Shady LP-მ ემინემი ანდერგრაუნდული რეპერიდან აქცია მაღალპროფილიან ცნობილ პიროვნებად. Interscope Records-მა მას გამოუყო საკუთარი ლეიბლი, Shady Records და ემინემმა ჩაატარა ვრცელი ტურნე ამ დისკის მხარდასაჭერად. 1999 წლის ზაფხულში იგი ხშირად გამოდიოდა Vans Warped Tour-ის ფარგლებში და სხვადასხვა ჰიპ-ჰოპ კლუბში. ალბომის სიმღერების ტექსტების იგი პოლემიკურ პიროვნებად იქცა. ბევრი თვლიდა, რომ მათი გავლენა ამერიკელ ახალგაზრდობაზე არის უარყოფითი, ხოლო თავად ტექსტები სავსეა ქალთმოძულეობით.
ალბომი
გამოცემისთანავე, ალბომმა გამოიწვია დავა მისი ტექსტების გამო. მაგალითად, სიმღერაში Guilty Conscience ქმარი კლავს თავის ცოლს და მის შეყვარებულს. სხვა სიმღერაში, 97' Bonnie & Clyde, ემინემი განასახიერებს მამას, რომელიც ბავშვის წინაშე აგდებს წყალში თავისი მკვდარი ცოლის გვამს (ალბომის გარეკანზე სწორედ ეს სიტუაციაა გათამაშებული)>
„Soap“ (ხუმრობას ასრულებენ ჯეფ ბასი და Royce da 5'9)
0:34
17.
„As the World Turns“
მაზერსი, ჯ. ბასი, მ. ბასი
Bass Brothers, ემინემი
4:25
18.
„I'm Shady“
მაზერსი, ჯ. ბასი, მ. ბასი
Bass Brothers, ემინემი
3:31
19.
„Bad Meets Evil“ (აგრეთვე - Royce da 5'9 და ჯეფ ბასი)
მაზერსი, ჯ. ბასი, მ. ბასი,
Bass Brothers, ემინემი
4:13
20.
„Still Don't Give a Fuck“
მაზერსი, ჯ. ბასი, მ. ბასი
Bass Brothers, ემინემი
4:12
The Slim Shady LP: სპეციალური გამოცემის დამატებითი დისკი[13]
#
სახელწოდება
ხანგრძლივობა
1.
„Hazardous Youth“ (აკაპელა ვერსია)
0:44
2.
„Get You Mad“
4:21
3.
„Greg“ (აკაპელა ვერსია)
0:53
4.
„Just Don't Give A Fuck“ (მუსიკალური ვიდეო)
5.
„My Name Is“ (მუსიკალური ვიდეო)
6.
„Guilty Conscience“ (მუსიკალური ვიდეო)
7.
„Role Model“ (მუსიკალური ვიდეო)
8.
„The Slim Shady LP“ (საკონცერტო და სტუდიური კადრები)
შენიშვნები
ალბომის ცენზურიან ვერსიაში სიმღერები Bitch, Cum on Everybody, Just Don't Give a Fuck და Still Don't Give a Fuck ატარებენ ალტერნატიულ სათაყრებს: Zoe, Come on Everybody, Just Don't Give და Still Don't Give.
↑შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Billboard year end charts 2000. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 19, 2013.