The Legend of Zelda: Breath of the Wild (იაპონ. ゼルダの伝説 ブレス オブ ザ ワイルド) — მოქმედებითი-სათავგადასავლო ვიდეო თამაში, შემუშავებული და გამოცემული კომპანია Nintendo-ს მიერ Nintendo Switch-ის და Wii U-ის პლატფორმებისთვის. ეს არის „The Legend of Zelda“-ს სერიის ნაწილი და მსოფლიოს მასშტაბით გამოვიდა 2017 წლის 3 მარტს.[5]
სიუჟეტი მიმდინარეობს ამნეზირებული მთავარი გმირის, ლინკის გარშემო, რომელსაც ასწლიანი ძილის შემდეგ აღვიძებს იდუმალი ხმა და მიუძღვება მას გენონის დასამარცხებლად, რომელიც ჰაირულის სამეფოს ემუქრება განადგურებით.
თამაშმა ნაწილობრივ გადაუხვია სერიის ტრადიციული ელემენტებიდან და მოიცავს ღია სამყაროს გეიმპლეის, დეტალიზირებულ ფიზიკურ ძრავას, მაღალი გარჩევადობის ვიზუალურ ეფექტებს. მისი ტერიტორია დაახლოებით 12-ჯერ აღემატება „Twilight Princess“-ის ტერიტორიას.[6] ორიგინალი „The Legend of Zelda“-ს მსგავსად მოთამაშე იმყოფება ისეთ სამყაროში, სადაც წარმოდგენილია მცირე რაოდენობით ინტრუქცია და ეძლევა საშუალება თავისი სულისამებრ გადაადგილდეს თამაშის სამყაროს ნებისმიერ წერტილში და გამოიკვლიოს ის.[7]
თამაში დაანონსდა 2013 წელს და დაგეგმილი იყო Nintendo Wii U-ის პლატფორმისთვის. შემდეგ წელს ნინტენდომ აჩვენა თამაშის კადრები მაღალი გარჩევადობით Electronic Entertainment Expoს 2014 წლის ცერემონიაზე.[8][9] თავდაპირველად მისი გამოშვება იგეგმებოდა 2015 წლისთვის, თუმცა საბოლოოდ თამაში გამოვიდა 2017 წლის 3 მარტს. ცოტა მოგვიანებით, 2017 წლის 3 ივნისს თამაშისთვის გამოვიდა ორი დამატება: „The Master Trials“ და „The Champions“.[10]
„Breath of the Wild“-მა მიიღო უმაღლესი შეფასებები ვიდეო თამაშების მიმოხილველებისგან. ის მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეო თამაშად.[11][12] და გადაეცა უამრავი ჯილდო სხვადასხვა ცერემონიებზე.[13][14][15] კრიტიკოსებმა ძირითად შეაქეს თამაშის ღია სამყაროს გეიმპლეი.[16][17] უმნიშნველო კრიტიკა მიიღო ტექნიკური შეცდომების გამო, რომელიც გამოსწორდა განახლებების მეშვეობით. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე Nintendo Switch-ის ვერსია ფლობს 97/100,[18] ხოლო Wii U — 96/100.[19] 2022 წლის მონაცემით მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 27 მილიონი ასლის ოდენობით, რითაც იქცა სერიის ყველაზე გაყიდვად თამაშად.
|date=