The King of Limbs — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის მერვე სტუდიური ალბომი. იგი გამოიცა 2011 წლის 19 თებერვალს, ციფრული ვერსიის სახით, ხოლო 2011 წლის მაისში გამოვიდა მისი ე.წ. ’საგაზეთო’ ვარიანტი.[9] ალბომის გამოცემის შესახებ ცნობილი გახდა გამოსვლამდე 5 დღით ადრე, 2011 წლის თებერვალს. ალბომის სათაუაირო სავარაუდოდ მომდინარეობს უილტშირის საგრაფოში მდებარე სეივერნეიკის ტყეში არსებული მუხისგან (რომელიც დაახლოებით 1000 წლის არის).[10] იგივე საგრაფოში მდებარეობს ჯგუფის სტუდია, სადაც ჩაწერილი იქნა წინა ალბომი In Rainbows.
ალბომის „საგაზეთო გამოცემა“ წარმოადგენს ორ 10 დიუმიან გრამფირფიტას, რომელიც შეფუთული იქნა სპეციალურ კონვერტში, ნახატების დიდი რაოდენოთ, 625 პატარა ნაწილით, კომპაქტ-დისკით და პლასტიკური შეფუთვის ფერადი ნაწილით.[11] ალბომი გამოვიდა ლეიბლებზე XL (გაერთიანებული სამეფო), TBD (აშშ) და Hostess Entertainment (იაპონია).[12]
შექმნა
2010 წლის სექტემბერში ჯგუფის წევრმა ფილ სელუეიმ დაადასტურა, რომ ახალი ალბომი უკვე იწერებოდა დაახლოებით ერთი წლის მანძილზე. მსი თქმით, ჩაწერა არ მიმდინარეობდა ისე, როგორც დისკის In Rainbows შემთხვევაში. მან აღნიშნა: არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ In Rainbows ძირითადად ჩვენი ცოცხალი გამოსვლებიდან წარმოიშვა და ამით განსხვავებული იყო.[13]
დღეისათვის The King of Limbs, რვა სიმღერით და ხანგრძლივობის თითქმის 38 წუთით, წარმოადგენს ჯგუფის ყველაზე მოკლე ალბომს. 2009 წელს, ჯგუფის მომავალ გამოსვლებზე საუბრისას, თომ იორკი ამბობდა: ხანგრძლივი ალბომის ჩაწერის სურვილი აღარ გვაქვს. In Rainbows-ის შემთხვევაში ამან იმუშავა, ვინაიდან ნადვილად ვიცოდით, რა მიმართულება გვქონდა აღებული. მაგრამ ყველამ ვთქვით, რომ იგივეს აღარ გავიმეორებთ. ეს მოგვკლავს.[14]
გარეკანი
ალბომის გამოცემამდე ერთი დღით ადრე, მხატვარმა სტენლი დონვუდმა ისაუბრა მისი გაფორმების შესახებ და ახსენა, რომ იგი შეიქმნა ჩრდილო ევროპული ჯადოსნური ზღაპრების და მათი ტყეებთან ასოციაციის გავლენით. საუბარი ბუნებრივ ფორმებზეა. რაც მომისმენია ჩრდილოეთ ევროპულ წარმოდგენებზე - ყველაფერი მომდინარეობდა ჯადოსნური ზღაპრებისა და მითური არსებებისგან. ყველა ტყესთან არის დაკავშირებული - წითელქუდა, მძინარე მზეთუნახავი, ჰენზელი და გრეტელი [...] მე და ტომი [იორკი] ვმუშაობდით ამ უცნაური, მრავალთათიანი არსებების კონცეფიცაზე, არაკეთილმოსურნეებსა თუ კეთილმოსურნეებზე - ყველა უბრალოდ იქ ცხოვრობს და ტყის სულის ნაწილია. ამ ნამუშევარში ეს თემებია ასახული.[15]
მომავალ, ’საგაზეთო’ გამოცემაზე, დონვუდმა თქვა, რომ In Rainbows იყო ყავის მაგიდის წიგნივით. ძალიან მძიმე იყო. ამიტომ ამჯერად განსხვავებული რამ მსურდა. გაზეთში მომწონს მისი ეფემერული მდგომარეობა. მიყვარს, რომ ქაღალდი ყვითლდება, როდესაც მზეზე დატოვებ. მსურდა, რომ ამჯერად ალბომი საკვირაო გაზეთის მსგავსი ყოფილიყო - გახსნი და ეს ყველაფერი გამაღიზიანებლად გადმოიყრება.
პრომოკამპანია
18 თებერვალს Radiohead-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა სიმღერის Lotus Flower მუსიკალური ვიდეო[16]. ამას ახლდა განცხადება იმის შესახებ, რომ ალბომი ოფიციალურად გამოიცა [17]
მიუხედავად იმისა, რომ ალბომის გამოცემის თარიღად 19 თებერვალი სახელდებოდა, დიდი მოთხოვნის გამო ჯგუფმა იგი ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა.[18]