The 1st Album — ჯგუფ Modern Talking-ის სადებიუტო ალბომი, გამოცემული გერმანიაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 1985 წლის აპრილში. მასში შეტანილია ჯგუფის ორი პოპულარული სიმღერა - You're My Heart, You're My Soul და You Can Win If You Want. სინგლები გერმანიაში გაიყიდა დაახლოებით 500.000 ასლის ოდენობით.[2][3]
მთლიანობაში გაიყიდა ამ დისკის დაახლოებით 6 მილიონი ასლი. გერმანული ალბომების ჩარტში იგი 43 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ამასთან, საუკეთესო 10-ეულის ჩარტში მან 18 კვირა დაჰყო, აქედან 4 კვირა - #1 ადგილზე.
საგულისხმოა, რომ ვოკალურ პარტიებს სიმღერაში There’s Too Much Blue In Missing You ასრულებს დიტერ ბოლენი. მისი ორი სხვა სიმღერა The Night Is Yours - The Night Is Mine და Lucky Guy ასევე გამოცემული იქნა ფსევდონიმით 'რაიან სიმონსი'.
მთლიანობაში ალბომში შეტანილია თითქმის ყველა ის სიმღერა, რომელიც დიტერმა მოგვიანებით სხვა მუსიკოსებს აჩუქა, შესასრულებლად.
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)