Tangerine Dream

Tangerine Dream

ჯგუფის 2018 წლის გამოსვლა ჰამბურგში. მარცხნიდან მარჯვნივ: თორსტენ კვეშნინგი, ჰოსიკო იამანე, ულრიხ შნაუსი
ბიოგრაფია
წარმოშობა ბერლინი, გერმანია
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1967–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები თორსტენ კვეშნინგი
ჰოსიკო იამანე
პაულ ფრიკი
ყოფილი წევრები ედგარ ფრეზე
პეტერ ბაუმანი
ჯერომ ფრეზე
მიხაელ ჰენიგი
სტივ ჯოლიფი
კლაუს შულცე
იოჰანეს შმელინგი
კონრად შნიცლერი
კრისტოფერ ფრანკე
პაულ ჰასლინგერი
კურტ ჰერკენბერგი
ლინდა სპა
ზლატკო პერიცა
ჩარლზ ადამს პრინსი
რალფ ვადელფული
სტივ შროიდერი
ლანსე ჰაპშაში
ულრიხ შნაუსი
ვოლკერ ჰომბახი
კლაუს კრიგერი
საიტი tangerinedream-music.com
Tangerine Dream ვიკისაწყობში

Tangerine Dream — გერმანული ელექტრონული ჯგუფი, დაარსებული 1967 წელს ედგარ ფრეზეს მიერ. პირველი შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი ასევე იყო კომპოზიტორი კლაუს შულცე, რომელსაც, გარდა ამისა, აქვს წარმატებული სოლო-კარიერა. 1970-იან წლებში Tangerine Dream ტრიოს სახეს ატარებდა, ფრეზეს, კრისტოფერ ფრანკესა და პეტერ ბაუმანის შემადგენლობით. 1980-იან წლებში ბაუმანი შეცვალა იოჰანეს შმელინგმა - ეს შემადგენლობა ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

თავისი არსებობის პირველ წლებში ჯგუფის ალბომი ატარებდნენ კრაუტროკის ჟანრის ხელწერას. შემდგომ წლებში მათ დიდი გავლენა იქონიეს ნიუ ეიჯის ჟანრზე, თუმცა თავად ჯგუფს ამ ტერმინის გამოყენება არ მოსწონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფმა არაერთი სტუდიური თუ საკონცერტო ჩანასწერი გამოსცა, მოყვარულთა დიდი რაოდენობა მან შეიძინა ფილმებისთვის შექმნილი მუსიკით. ასეთ ფილმებს შორის არის ლეგენდა,

შემადგენლობები

1960-1970-იან წლებში ფრეზეს მიერ შექმნილი იქნა ჯგუფის რამდენიმე შემადგენლობა, რომელსაც შეუერთდნენ დასავლეთ ბერლინის ანდერგაუნდული სცენის მუსიკოსები. მათ შორის იყვნენ ჯოლიფი, შულცე და შნიცლერი.

ფრეზეს სხვა მუსიკოსებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია მუშაობა კრისტოფერ ფრანკესთან. ფრანკე ჯგუფს 1970 წელს დაემატა, შულცეს შემცვლელად (დასარტყამ ინსტრუმენტებზე) და პეტერ ბაუმანთან ერთად იქცა Tangerine Dream-ის გურუ სეკვენსერების განხრით, რომელსაც ეკუთვნოდა სინთეზატორის პულსირებადი რითმული ხმები, ასეთი სახასიათო ჯგუფის მუსიკისთვის. ფრანკემ 1987 წელს კოლექტივი დატოვა ფრეზესთან კამათის გამო, რაც გამოწვეული იყო განსხვავებებით შემოქმედებით მიდგომაში.

ჯგუფის არანაკლებ ცნობილი მონაწილეები იყვნენ: ბაუმანი (1971-1977); შმელინგი (1979-1985); ჰასლინგერი (1986-1990) და ჯერომ ფრეზე, ედგარის შვილი (1990-2006).

სხვადასხვა დროს მოკლე პერიოდების განმავლობაში ჯგუფში ასევე შედიოდნენ: შროიდერი (1971-1972), ჰენიგი (1975), ჯოლიფი (1969), ვადელფული (1988) და ლინდა სპა, საქსოფონისტი, რომელიც გამოდიოდა 1990-1996 წლების კონცერტებზე. ეს უკანასკნელი ჯგუფთან დღესაც თანამშრომლობს.

2009 წლიდან Tangerine Dream-ში შედიან მხოლოდ ედგარ ფრეზე და თორსტენ კვეშნინგი. კონცერტებზე მათთან ერთად გამოდიან აირის კამაა, ლინდა სპა და ბერნჰარდ ბაიბლი.

ისტორია

წარმოშობა: ფსიქოდელია და კრაუტროკი

ედგარ ფრეზე დასავლეთ ბერლინში 1960-იანებში ჩავიდა, მხატვრობის შესასწავლად. იგი მუშაობდა მოქანდაკედ, სალვადორ დალის ხელმძღვანელობით. მისი პირველი ჯგუფი, The Ones დაიშალა მხოლოდ ერთი სინგლის გამოცემის შემდეგ და ფრეზემ ყურადღება გადაიტანა ექსპერიმენტებზე, უკრავდა რა მცირე კონცერტებზე მრავალი ანდერგრაუნდული მუსიკოსის მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტების უმრავლესობა ტარდებოდა კლუბში Zodiak Free Arts Lab, კოლექტივი ასევე მიწვეული იქნა დალისთან. ფრეზეს თქმით, მხოლოდ ყველაზე დიდ აბსურდში იმალება ხელოვნება.

კოლექტივში ამა თუ იმ მუსიკოსის მიმოსვლასთან ერთად მუსიკა სიურეალიზმისკენ გადაიხარა და ფრეზემ შემადგენლობას Tangerine Dream უწოდა (იგი ასევე გამოდიოდა სახელებით The Tangerines, Psychedelic Light Dreams და the Tangerine Dream band).

ფრეზე ძალიან დაინტერესებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაეუფლა მათ, რათა მუსიკის შექმნის საშუალება ჰქონოდა. მან საკუთარი ინსტრუმენტებიც კი შექმნა, ხოლო ჩამწერი მოწყობილობებით იწერდა სხვადასხვა ხმას, რათა აეწყო საკუთარი კომპოზიციები. პრაქტიკულად, ამ გამოგონებებმა გავლენა იქონიეს ელექტრონული მუსიკის შემდგომ განვითარებაზე, განსაკუთრებით, მუსიკალური სეკვენსერების შექმნაზე.

იმავე პერიოდში გამოიცა Tangerine Dream-ის პირველი სტუდიური ალბომი, Electronic Meditation - ხმების კოლაჟი კრაუტროკის სტილში, იმ ტექნოლოგიის გამოყენებით, რომლითაც ჯგუფი ცნობილი გახდა. ამ ალბომით დაიწყო ხმისჩამწერ ლეიბლზე Ohr არსებობის 'ვარდისფერი წლები' (ლეიბლის ლოგოტიპი წარმოადგენდა ვარდისფერ ყურს). მაგრამ მეორე ალბომით, Alpha Centauri შემადგენლობა ტრიოდ გადაიქცა. ამ წლებში ფრანკე უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ხოლო შროიდერი და ბაუმანი - ორგანზე, რაც აყალიბებდა Tangerine Dream-ის ჟღერადობას 1970-იან წლებში. ამ პერიოდში მათ ასევე დაიწყეს მელოტრონის გამოყენება.

ლეიბლზე Virgin

ჯგუფის 1973 წელს გამოცემული დისკი Atem ბრიტანელი რადიოწამყვანის ჯონი პილის მიერ დასახელდა წლის ალბომად და ნამუშევარზე ასეთი ყურადღების გამახვილებამ გამოიწვია ინტერესი ლეიბლის Virgin Records მხრიდან. იმავე წელს Tangerine Dream ამ ლეიბლს დაექვემდებარა და მასზე გამოუშვა კიდევ ერთი, მოულოდნელი წარმატების მქონე დისკი Phaedra - იგი ინგლისური ჩარტის #15 მოხვდა და ლეიბლისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად იქცა. Phaedra იყო პირველი კომერციული ნამუშევარი, რომელიც სეკვენსერების გამოყენებით ჩაიწერა და წარმოადგენდა უფრო მეტს, ვიდრე კოლექტივის ჩამოყალიბებად ჟღერადობას. დისკის ჩაწერაში აქტიურად გამოიყენებოდა მუგის სინთეზატორი და მელოტრონი.

1980-იან წლებში, ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან ჟან მიშელ ჟარი და ვანგელისი, Tangerine Dream იქცა ციფრული ტექნოლოგიების კიდევ ერთ აქტიურ მომხმარებლად. სინამდვილეში, თანამედროვე ტექნიკასთან ერთად, იგი დღემდე იყენებს თვითნაკეთ ინსტრუმენტებს, რათა მიიღოს ორიგინალური მუსიკალური ხმები.

Tangerine Dream ცოცხლად

ჯგუფის პირველ კონცერტებზე ვიზუალური მხარე საკმაოდ მწირი იყო - საათების განმავლობაში სამი მამაკაცი პრაქტიკულად არ მოძრაობდა და უკრავდა ელექტრონულ ტექნიკაზე, რომელიც აღჭურვილი იყო რამდენიმე განამათებელი მოწყობილობით. ზოგიერთი კონცერტი საერთოდ სრულ სიბნელეში ტარდებოდა. მოგვიანებით, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, Tangerine Dream-ის კონცერტებს დაემატა სხვადასხვა ვიზუალური ეფექტი, პიროტექნიკა და პროეცირებული გამოსახულებები. 1977 წლისთვის, როდესაც ჩატარდა მათი ჩრდილო ამერიკული ტურნე, ლაზერული ეფექტები საკონცერტო პროგრამის მუდმივ ელემენტად იქცნენ.

1970-1980-იან წლებში ჯგუფი აქტიურად ატარებდა კონცერტებს და ტურებს. უშუალოდ ეს კონცერტები შედგებოდა იმპროვიზებული ან გამოუცემელი მასალისგან, რაც ბუტლეგების რეგულარულ ჩაწერებს იწვევდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში Tangerine Dream-ის კონცერტებზე ჟღერადობა საკმაოდ მაღალი იყო (134 დეციბელი მაგალითად, დაფიქსირდა 1976 წელს). კონცერტების რამდენიმე ჩანაწერში შეტანილი იმპროვიზებული მასალა შემდგომ წლებში განსხვავებული სახით გამოჩნდა სტუდიურ ალბომებზე (მაგალითად, კომპოზიციამ Pergamon გადაინაცვლა ალბომში Tangram. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკონცერტო ალბომია Ricochet, ჩაწერილი რამდენიმე ევროპულ საკათედრო ტაძარში.

მუსიკა ფილმებისთვის

1980-იან წლებში Tangerine Dream-ის მიერ სხვადასხვა, 20-ზე მეტი ფილმისთვის შექმნილი იქნა მუსიკალური გაფორმება. ფრეზე ამით ჯერ კიდევ 1960-იან წლებში დაინტერესდა, როდესაც მუსიკალური პიესა ნაკლებად ცნობილი პოლონური ფილმისთვის დაწერა (მან ასევე მონაწილეობა მიიღო გერმანულ ანდერგრაუნდულ ფილმებში). ჯგუფის მიერ შექმნილი ესა თუ ის საუნდტრეკი ნაწილობრივ შედგებოდა სტუდიური ან მიმდინარე კონცერტებზე შესრულებული იმპროვიზებული მასალისგან. ამერიკელმა მაყურებელმა Tangerine Dream გაიცნო კომპოზიციით ალბომიდან Le Parc, რომელიც მოხვდა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში. აღსანიშნავია ფილმები სარისკო ბიზნესი, ლეგენდა, გრძნეული. საგულისხმოა ისიც, რომ ყველა ალბომმა ამ ფილმების მუსიკით ისეთივე წარმატება იქონია, როგორც ჯგუფის ჩვეულებრივმა სტუდიურმა დისკებმა, თავისი სრულყოფილი ხასიათის გამო. ასევე, ჯგუფმა ბევრი მოყვარული შეიძინა კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილის გამო.

უკანასკნელი წლები

ჯგუფის საკონცერტო გამოსვლა ლაზერული შოუს თანხლებით

წლების განმავლობაში ჯგუფს ჰქონდა კონტრაქტები ლეიბლებთან Ohr, Virgin, Jive Electro, Private Music და Miramar, ფილმისთვის შექმნილი რამდენიმე მუსიკალური თანხლება კი გამოიცა ლეიბლზე Varese Sarabande. 1996 წელს ჩამოყალიბდა ჯგუფის საკუთარი ლეიბლი TDI, ხოლო უკანასკნელ წლებში - კიდევ ერთი, Eastgate. უახლესი დისკები არ იყიდება ჩვეულებრივ მაღაზიებში, მათი შეძენა მხოლოდ სპეციალური შეკვეთით არის შესაძლებელი.

ედგარ ფრეზემ გამოსცა რამდენიმე სოლო-ჩანაწერი, რომელიც სტილით ჯგუფის ჟღერადობას უახლოვდება. ჯერომ ფრეზეს მიერ, ფსევდონიმით TDJ Rome გამოცემული იქნა რამდენიმე სინგლი. 2005 წელს მან ასევე გამოუშვა ალბომი Neptunes, ხოლო 2007 წელს - მეორე, Shiver Me Timbers. ამჟამად იგი არ მონაწილეობს ჯგუფის პროექტებში.

40 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 2007 წლის 20 აპრილს ლონდონის 'ასტორიაში' Tangerine Dream-ის მიერ გამართული იქნა ერთად-ერთი დიდი კონცერტი. 2007 წლის 1 ივლისს იგი გამოვიდა უფასო კონცერტით ებერსვალდეში, ხოლო იმავე წლის 7 ოქტომბერს - ფრანკფურტის ძველ ოპერაში. 2008 წელს ჯგუფი გამოჩნდა აინდჰოვენის ფესტივალზე (ნიდერლანდები), მოგვიანებით კი - პროგრესული მუსიკის საღამოზე, ლორელეიში (გერმანია), გარდა ამისა, ჩატარდა კონცერტები ლონდონში, ედინბურგში და აშშ-ში. 2009 წელს ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში, საფრანგეთსა და იაპონიაში გაიმართება კიდევ რამდენიმე შოუ. 2010 წლის 1 აპრილს ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლში გაიმართა შოუ Zeitgeist.

შემდგომ წლებში ჯგუფი აქტიურად იწერდა ახალ ალბომებს და მუდმივად მოგზაურობდა კონცერტებით. 2014 წლის ბოლოს იგი ავსტრალიაში გამოვიდა. 2015 წლის 20 იანვარს ედგარ ფრეზე მოულოდნელად, ფილტვის ემბოლიით გარდაიცვალა.

გავლენა

ჯგუფის მოღვაწეობის დასაწყისში უპირატესი იყო სურეალისტური მოტივები. ედგარ ფრეზეს გიტარაზე დაკვრის სტილი ჯიმი ჰენდრიქსის დიდ გავლენას განიცდიდა. კრისტოფერ ფრანკე ამავე დროს უფრო ავანგარდული იყო, კარლჰაინც შტოკჰაუზენის გავლენის ქვეშ მყოფი. სტივ ჯოლიფმა შემოიტანა Yes-ის გავლენა ალბომზე Cyclone.

უშუალოდ ჯგუფის მუსიკაზე დიდი გავლენა იქონია ბახის, რაველისა და შტოკჰაუზენის შემოქმედებამ. კლასიკური მუსიკისა და ელექტრონული მუსიკის პირველი მაგალითების ელემენტები დომინირებს ჯგუფის პირველ ალბომებში. ბაროკოს სტილი შეიმჩნევა სეკვენსერების ჟღერადობაში. სოლოები ფორტეპიანოზე, ბეთჰოვენისა და მოცარტის მსგავსი, ჟღერს 70-80-იანების შოუებზე. 1976 წელს მანჰაიმის მოცარტის სახელობის დარბაზში ჩატარებული კონცერტის ბუტლეგურ ჩანაწერზე შეიმჩნევა ელემენტები ლისტის ნაწარმოებიდან. ლირიკის მხრივ, გავლენა ჯგუფზე იქონია XII-XVIX საუკუნის პოეზიამ. ამან თავი პირველად 1981 წლის დისკზე, Exit იჩინა.

ფრეზეს და ჯგუფის შემოქმედებაზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პინკ ფლოიდის მუსიკამ. ეს შეიმჩნევა ორგანის პარტიებში. ჯგუფის ალბომი Madcap's Flaming Duty მიეძღვნა სიდ ბარეტის, პინკ ფლოიდის ყოფილი წევრის და იდეოლოგის ხსოვნას. ალბომის სათაური ახლოს არის ბარეტის The Madcap Laughs-თან.

Tangerine Dream-ის მუსიკამ გავლენა იქონია ჯგუფებზე Deepspace, Future Sound of London და Global Communication. გარდა ამისა, გავლენა შეიმჩნევა ჯგუფების Radiohead, M83, Cut Copy და Kasabian მუსიკაში, ისევე როგორც სოლო-შემსრულებლების შემოქმედებაში. Tangerine Dream-ის გავლენა იგრძნობა 1990-2000-იანი წლების ტრანსულ მუსიკაში, რაც გამოიხატება ალბომებთან Rubycon და Ricochet ახლოს მდგარ სინთეზატორების მელოდიებში. ჯგუფის მუსიკას სემპლებად აქცია უამრავმა მუსიკოსმა, მათ შორის შეიძლება დასახელდეს Recoil.

Tangerine Dream პოპულარულ კულტურაში

  • იაპონელი ელექტრონული მუსიკოსის სუსუმუ ჰირასავას კომპოზიცია "Island Door (Paranesian Circle)" ეძღვნება Tangerine Dream-ს. იგი 13 წუთს გრძელდება და ყველაზე ხანგრძლივია მუსიკოსის შემოქმედებაში.
  • სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლის ალესტერ რეინოლდსის შემოქმედებაში, ერთ-ერთი აირიანი პლანეტა ცნობილია სახელით Tangerine Dream.
  • იაპონური ჯგუფის Do As Infinity სადებიუტო სინგლს ეწოდება "Tangerine Dream", ჯგუფის პატივსაცემად.
  • ტილ ლინდემანის, ჯგუფ რამშტაინის ვოკალისტის თქმით, ჯგუფის მუსიკაზე Tangerine Dream დიდი გავლენა მოახდინა
  • ჯგუგის Tenacious D სიმღერის "City Hall," ბოლოს ვოკალისტი ჯეკ ბლეკი ამბობს "Malibu nights, tangerine dreams".

შემადგენლობა

ქრონოლოგია

წევრები

შემადგენლობები

მიწვეული მუსიკოსები

დისკოგრაფია

წლების განმავლობაში ჯგუფმა გამოსცა 100 ალბომზე მეტი (რომ არ ჩავთვალოთ სინგლები, კრებულები და სხვა დისკები). მოყვარულთა მიერ გაკეთებული ჩანაწერები ოფიციალურად გამოიცა 2002-2006 წლებში, სერიაში Tangerine Tree.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ციფრული გოთიკა - Tangerine Dream-ის დისკოგრაფიის კრიტიკული განხილვა, პოლ სტამპი, 1999, Firefly Publishing

რესურსები ინტერნეტში

  1. Bush, John. Tangerine Dream Discography.
  2. Alpha Centauri/Ultima Tima Thule – Tangerine Dream | Release Credits.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!