Shaking the Tree: Sixteen Golden Greats — პიტერ გებრიელის ჰიტ-სიმღერების პირველი კრებული. სიმღერები წარმოდგენილია ქროლოგიის დაუცველად. რამდენიმე მათგანი არის შემოკლებული ან ოდნავ სახეცვლილი. მაგალითად, Shaking the Tree, იუსუ ნ’დურის სიმღერა მისი ალბომიდან The Lion (1989) არის 1990 წლის ვერსია, რომელშიც დამატებულია პიტერის ახალი ვოკალური პარტიები. I Have the Touch აღნიშნულია, როგორც 1983 წლის რემიქსი, თუმცა იგი უფრო ახლოს არის 1985 წლის ვერსიასთან.
Here Comes the Flood არის 1990 წლის ვარიანტის სახით წარმოდგენილი. იგი დაფუძნებულია მხოლოდ ფორტეპიანოსა და ვოკალურ არანჟირებაზე, რაც შორს არის პირველი ვერსიისგან (1977).
მიუხედავად იმისა, რომ აქ მიმოიხილება პიტერის პირველი ალბომები, სიმღერები მესამე ალბომიდან და Birdy-დან ამოგდებულია. ასევე არ არის „In Your Eyes“.
ალბომის გარეკანზე გამოსახულია თავად გებრიელი. ფოტოსურათი ეკუთვნის რობერტ მეპლტორპს და გადაღებულია 1986 წელს.
ყველა სიმღერის ავტორი — პიტერ გებრიელი, გარდა „Shaking the Tree“-ს (თანაავტორი - იუსუ ნ'დური).
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)