Noel Gallagher's High Flying Birds — ინგლისური როკ-ჯგუფ Noel Gallagher's High Flying Birds-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა 2011 წლის 17 ოქტომბერს. ნოელ გალაგერის ეს სოლო დისკი იწერებოდა მისი ჯგუფ Oasis-იდან წასვლის შემდეგ. დისკს გამოსცა ლეიბლმა Sour Mash. ალბომში ასევე შეტანილია „Stop the Clocks“, Oasis-ის გამოუცემელი კომპოზიცია.[8]