Machina II: The Friends & Enemies of Modern Music — ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფ The Smashing Pumpkins-ის მეექვსე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2000 წელს, ლეიბლზე Constantinople Records და ვრცელდებოდა ინტერნეტის მეშვეობით. ფიზიკური დისკის სახით იგი ჯერჯერობით გამოცემული არ არის. დაგეგმილი იყო მისი ალბომის Machina/The Machines of God ახალ ტირაჟთან ერთად გამოცემა, თუმცა ამ გამოცემის მომავალი უცნობია.
თავად ალბომი წარმოადგენს სამ EP დისკს, რომელსაც ახლავს b-მხარეები და სიმღერების ალტერნატიული ვერსიები.[5] Machina-ს ციკლის ორივე ალბომი კონცეპტუალურია და მსმენელს უამბობს შეშლილი როკ-მუსიკოსის ამბავს.
ყველა სიმღერის ავტორი — ბილი კორგენი, გარდა მითითებულისა.