Los Angeles Convention Center — საკონფერენციო ცენტრი, განთავსებული ლოს-ანჯელესში, აშშ-ში, რომელსაც მართავს კომპანია Anschutz Entertainment Group.[2] შენობა დააპროექტა არქიტექტორმა ჩარლზ ლუკმანმა. გაიხსნა 1971 წელს.
ცენტრში იმართება უამრავი ღონისძიება, მათ შორის ლოს-ანჯელესის ავტოსალონი, Anime Expo და Electronic Entertainment Expo (უფრო მეტად ცნობილი შემოკლებული სახელით E3). ცენტრში, აგრეთვე ხშირად იმართება კინოპრემიერები.