Live in Japan — ინგლისელი მუსიკოს ჯორჯ ჰარისონის მეორე ოფიციალური საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1992 წლის 13 ივლისს.
1991 წელს, ალბომის Traveling Wilburys Vol. 3 გამოცემის შემდეგ, ჰარისონი დაუბრუნდა სოლო-კარიერას და ერიკ კლეპტონის მხარდაჭერით მოაწყო საკონცერტო ტურნე იაპონიაში. ამ ტურნეში სრულდებოდა როგორც მუსიკოსის სოლო-მასალა, ასევე The Beatles-ის პერიოდის სიმღერები.
ალბომის პროდიუსერებად დასახელებულები არიან სპაიკ და ნელსონ უილბერი - ეს არის ჰარისონის ფსევდონიმები ჯგუფში Traveling Wilburys
2004 წელს Live in Japan გამოიცა რემასტერის სახით, კომპილაციის The Dark Horse Years 1976-1992 შემადგენლობაში.