In the Land of Grey and Pink — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ Caravan-ის მესამე სტუდიური ალბომი. გამოვიდა 1971 წელს, ლეიბლზე Deram Records. იგი ჩაიწერა პროდიუსერ დეივ ჰიჩკოკის ხელმძღვანელობით, სტუდიებში Decca Studios და AIR Studios (ლონდონი), 1970-1971 წლებში.