Endless Wire — ინგლისური როკ-ჯგუფ The Who-ს მეთერთმეტე სტუდიური ალბომი, გამოცემული 2006 წლის 30 ოქტომბერს ბრიტანეთში, ლეიბლზე Polydor Records, ხოლო მეორე დღეს აშშ-ში - Universal Republic-ის მიერ. ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი ორიგინალური მასალით, 24 წლიანი პაუზის შემდეგ. 2005 წელს დაგეგმილი იყო მისი სამუშაო სახელწოდებით WHO2 გამოშვება.[11]
Endless Wire-ს ძირითადად დადებითი შეფასებები მოჰყვა.[12] გამოცემისთანავე Billboard-ის ჩარტში იგი #7 პოზიციაზე მოხვდა, ხოლო ბრიტანეთში - #9-ზე.[13] სიმღერების ნაწილი შესრულდა ჯგუფის 2006-2007 წლების ტურნეს ფარგლებში, ხოლო უმეტესობა მოხვდა მიუზიკლში „ბიჭუნა, რომელსაც მუსიკა ესმოდა“ (2007).
ყველა სიმღერის ავტორი - პიტ ტაუნსენდი, გარდა მითითებულისა.
ჩაწერილია ცოცხლად საფრანგეთში (ლიონთან), 2006 წლის 17 ივლისს. შეტანილია დამატებითი დისკის სახით ევროპულ და აზიურ, აგრეთვე აშშ-ის Best Buy-ს გამოცემებში.
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)