„Alejandro“ (ქართ. ალეხანდრო) — ამერიკელ მომღერალ ლედი გაგას სიმღერა. სიმღერა გამოვიდა, როგორც მესამე სინგლი მომღერლის მესამე EP-დან The Fame Monster (2009). სიმღერა დაწერილია ლედი გაგას და RedOne-ის მიერ. კრიტიკოსებმა სიმღერა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს მასზე პოპ-ჯგუფების, ABBA-ს და Ace of Base-ის და მადონას გავლენა.
სიმღერა გამოსვლის თანავე მოხვდა გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიის, აშშ-ის, ფინეთის, პოლონეთის, რუსეთის, ბულგარეთის და რუმინეთის ჩარტებში. „Alejandro“ გახდა გაგას ზედიზედ მეშვიდე სიმღერა, რომელიც გამოსვლისთანავე მოხვდა აშშ-ის ჟურნალ „ბილბორდის“ Hot 100-ში.
2010 წლის 8 ივნისს ლედი გაგამ ამ სიმღერაზე გამოუშვა მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორი არის მოდის ფოტოგრაფი სტივენ კლაინი. კლიპში ასახულია გაგას სიყვარული თავისი გეი-მეგობრების მიმართ. ვიდეომ მიიღო დადებითი შეფასება კრიტიკოსების მიერ, ხოლო კათოლიკურმა ლიგამ გაგა დაადანაშაულა პოპულარობის ასამაღლებლად საეკლესიო თემატიკის გამოყენებაში (ჯვრის გადაყლაპვის სცენის გამო). გაგამ სიმღერა ცოცხლად შეასრულა მუსიკალურ შოუს American Idol-ის მეცხრე სეზონში და ასრულებდა მას თავის მეორე მსოფლიო ტურნეს The Monster Ball Tour (2009-2011) ფარგლებში.
სიმღერების სია
- Alejandro – 4:34
- Alejandro (Afrojack-ის რემიქსი) – 4:48
- Alejandro (Rusko's Papuseria Remix) – 3:53
- Alejandro (დეივ აუდეს რემიქსი) – 7:15
- Alejandro (Skrillex-ის რემიქსი) – 5:49
- Alejandro (კიმ ფეის რემიქსი) – 7:20
- Alejandro (The Sound of Arrows-ის რემიქსი) – 3:57
- Alejandro (ბიმბო ჯონსის რემიქსი) – 6:40
- Alejandro (Kleerup-ის რემიქსი) – 5:22
- Alejandro (Radio Edit) – 3:58
- Alejandro (Dave Audé-ის რემიქსი) – 3:51
- Alejandro (ბიმბო ჯონსის რადიო-ვერსიის რემიქსი) – 3:19
- Alejandro – 4:34
- Alejandro (დეივ აუდეს რემიქსი) – 7:15
- ბრიტანული 7" გრამფირფიტა[6]
- Alejandro – 4:34
- Alejandro (ბიმბო ჯონსის რემიქსი) – 6:40
- ბრიტანული iTunes ბოქს-სეტი[6]
- Alejandro – 4:34
- Alejandro (მუსიკალური ვიდეო) – 8:44
გამოშვების ისტორია და რადიო რელიზი
რეგიონი
|
თარიღი
|
ფორმატი
|
შვედეთი[7]
|
9 ნოემბერი, 2009
|
ციფრული ჩამოტვირთვა – პრომო სინგლი
|
ბელგია[8]
|
საფრანგეთი[9]
|
აშშ[10]
|
20 აპრილი, 2010
|
ჟანრობრივი რადიო: მეინსტრიმული ეთერი, რიტმი, შერეული ჟანრები
|
საფრანგეთი[11]
|
10 მაისი, 2010
|
The Remixes EP – ციფრული ჩამოტვირთვა
|
ბლეგია[12]
|
დანია[13]
|
ნიდერლანდი[14]
|
ნორვეგია[15]
|
პორტუგალია[16]
|
შვედეთი[17]
|
შვეიცარია[18]
|
კანადა[19]
|
18 მაისი, 2010
|
ამერიკის შეერთებული შტატები[3][4][20]
|
მაქსი სინგლი, EP, ციფრული ჩამონატვირთი
|
აშშ[21]
|
15 ივნისი, 2010
|
The Remixes EP – CD სინგლი
|
საფრანგეთი[22]
|
21 ივნისი, 2010
|
CD სინგლი
|
დიდი ბრიტანეთი[23]
|
28 ივნისი, 2010
|
CD სინგლი, 7", CD სინგლი
|
გერმანია[24]
|
2 ივლისი, 2010
|
CD სინგლი, CD Deluxe
|
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო