ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ჯანგო გათავისუფლებული“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ჯანგო გათავისუფლებული ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
მოქმედება ვითარდება ზამთარსა და გაზაფხულზე სამოქალაქო ომამდელ პერიოდში ამერიკის უკიდურეს სამხრეთში. ფილმის გმირები არიან აფრო-ამერიკელი მონა ჯანგო (ფოქსი) და დამნაშავეებზე მონადირე გერმანელი ექიმი შულცი (ვალცი). შულცი ეძებს სამ დამნაშავე ძმას, რომლებსაც სახეზე არ იცნობს, სამაგიეროდ მონა ჯანგო იცნობს მათ. შულცი ყიდულობს ჯანგოს, სთხოვს ძმების მოძებნაში დახმარებას და სანაცვლოდ ჰპირდება გათავისუფლებას. ჯანგო ეთანხმება ერთი პირობით, რომ ისინი აგრეთვე აუცილებლად მოძებნიან ჯანგოს დაკარგულ ცოლ ბრუნჰილდას (ვაშინგტონი), რომელიც შესყიდული ჰყავს ბოროტ მემამულე კელვინ კენდის (დიკაპრიო).
მიუხედავად მძიმე თემისა და ეკრანზე ასახული სასტიკი ძალადობრივი სცენებისა, ფილმმა მოიპოვა დიდი წარმატება კრიტიკული და კომერციული თვალსაზრისით, წარდგენილ იქნა კინოინდუსტრიის პრესტიჟულ ჯილდოებზე, მათ შორის ხუთ ოსკარზე (ნომინაციები საუკეთესო ფილმი, საუკეთესო ოპერატურა და სხვა). კრისტოფ ვალცმა მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ჯილდოები მეორეხარისხოვანი როლისთვის. ტარანტინო დაჯილდოვდა ოსკარით საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის. ეს მისი მეორე ოსკარი იყო 1995 წელს „მაკულატურაში“ მიღებული ჯილდოს შემდეგ.
ფილმის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით შეადგინა 425 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, რამაც გადააჭარბა რეჟისორის წინა ფილმის, „უსახელო ნაბიჭვრების“ შემოსავალს ($321 მლნ) და გახდა ყველაზე უხვშემოსავლიანი ფილმი ტარანტინოს ფილმებს შორის.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
1958 წელს ტეხასში რამდენიმე აფრიკელი მონა დაბმული მიჰყავთ ძმებ სპეკებს, ეისსა და დიკის. მონათა შორისაა ჯანგო, რომელსაც ცოლი ბრუნჰილდა გაუყიდეს და დააშორეს. ძმებს გზად შეაჩერებს გერმანელი, დიუსელდორფელი, დანტისტი კინგ შულცი, რომელიც, ამავდროულად, თავებზე მონადირეა. შულცი აპირებს ერთი მონის ყიდვას. მათი დაკითხვისას შეიტყობს, რომ ჯანგო იცნობს ძმებ ბრიტლებს, რომლებზეც შულცი ნადირობს. მონების დაკითხვისას შულცი აღიზიანებს ეის სპეკს, რომელიც მისკენ იარაღს მიმართავს. შულცი სწრაფად კლავს ეისს, ხოლო მის ძმა დიკს დატოვებს ახალგათავისუფლებული მონების ანაბარა.
შულცს ჯანგო სჭირდება ძმები ბრიტლების იდენტიფიცირებისთვის, ამის შემდეგ კი ის მონას თავისუფლებას ჰპირდება. ძმები ბრიტლები სპენსერ ბენეტის პლანტაციაში მონათა ზედამხედველად მუშაობენ. შულცი და ჯანგო მათ პოულობენ და ხოცავენ. პლანტატორს ეს ძალიან აბრაზებს. ღამით ის მობილიზაციას უკეთებს სხვა პლანტატორებსა და მათ დამხმარეებს. ისინი, ნიღბებით სახეზე და ჩირაღდნებით ხელში აპირებენ თავს დაესხან შულცის კარავს და ჭკუა ასწავლონ შულცსა და ჯანგოს. შულცი ამას ელის და ორივე თავდამსხმელს მომზადებული ხვდება. ექიმის კაბინიდან ჯანგო ცეცხლს გაუხსნის თავდამსხმელებს და დააფრთხობს მას.
ამ ამოცანის შესრულების შემდეგ ჯანგო რჩება შულცთან მთელი ზამთრის განმავლობაში და ხდება მისი მოწაფე. ჯანგო და შულცი ბევრ დამნაშავეს კლავენ და ბევრ ფულს გამოიმუშავებენ. შულცი ჯანგოს უამბობს გერმანულ ლეგენდას ბრუნჰილდასა და ზიგფრიდზე. ის ეუბნება ჯანგოს, რომ პირველი მონაა, რომელიც მან გაათავისუფლა, ამიტომ მის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს და დაეხმარება ცოლის მოძებნასა და გამოხსნაში. ჯანგოც უკვე გაწვრთნილია და მზადაა ცოლის მოსაძებნად.
მისისიპიში ყოფნისას შულცი დაადგენს ბრუნჰილდას ადგილსამყოფელს. ის მისისიპის შტატის ჩიკასოს ოლქშია. ბრუნჰილდა მონად ჰყავს მდიდარ და სასტიკ კელვინ კენდის, რომელიც მესაკუთრეა კენდილენდის პლანტაციისა, სადაც მანდინგოდ წოდებული მონათა სასიკვდილო ბრძოლები იმართება. შულცი ფიქრობს, რომ თუ ისინი პირდაპირ ბრუნჰილდას ყიდვას შეეცდებიან, კენდი არანორმალურ თანხას მოითხოვს, რადგან 300 დოლარად მონა ქალის გაყიდვა მისთვის არარენტაბელურია. ამიტომ შულცი დაგეგმავს, გააცუროს კენდი, თითქოს სურს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის ყიდვა 12 ათას დოლარად, იქვე იყიდოს ბრუნჰილდა გონივრულ ფასად და გაიქცეს კენდილენდიდან, სანამ მებრძოლი მონის ფასის გადახდა მოუწევს. ჯანგო და შულცი ხვდებიან კენდის გრინვილში და სთავაზობენ გარიგებას. კენდი მათ საკუთარ მამულში ეპატიჟება. კენდილენდში ჩასული შულცი ფარულად მისწერს ბრუნჰილდას მათი გეგმის შესახებ და ხმამაღლა გამოხატავს სიმპათიებს გერმანულ ენაზე მოსაუბრე ქალის მიმართ.
სტივენი, კენდის აფროამერიკელი მონა, რომელიც ბატონის უზომოდ ერთგულია, ვახშმის დროს დაეჭვდება, რომ ჯანგო და ბრუნჰილდა ნაცნობები არიან და რომ მებრძოლი მონის ყიდვა მხოლოდ კვალის ასარევი ხერხია. სტივენი საკუთარი ეჭვების შესახებ კენდის ეტყვის, ის კი შულცსა და ჯანგოს 12 ათას დოლარს მოსთხოვს ბრუნჰილდაში, უარის შემთხვევაში კი სიკვდილით ემუქრება. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი შულცი და ჯანგო თანხდებიან კენდის, მაგრამ მონათმფლობელი ახალ პირობას აყენებს — ის შულცისგან ხელის ჩამორთმევას ითხოვს გარიგების დასტურად. შულცი კენდის ხელს არ ჩამოართმევს, მოულოდნელად ესვრის სახელოში დამალული იარაღიდან და მოკლავს მას. იგი ჯანგოსთვის ბოდიშის მოხდას ასწრებს, სანამ დაუყოვნებლივ კლავს კენდის ერთ-ერთი მცველი. ჯანგო კენდილენდის ბევრ მსახურს კლავს, მაგრამ ნებდება მას შემდეგ, რაც ბრუნჰილდას მძევლად აიყვანენ.
შეპყრობილ ჯანგოს საბადოზე მომუშავე მონად გაყიდიან. საბადოსკენ მიმავალ გზაზე ჯანგო არწმუნებს მცველებს, რომ ის მონა კი არა, თავისუფალი ადამიანი და თავებზე მონადირეა და აჩვენებს ხელნაწერს მისი პირველი დავალებიდან. შემდეგ მცველებს არწმუნებს, რომ კენდილენდში ბევრი დამნაშავეა, რომელთა დაჭერის შემთხვევაში ყველა გამდიდრდება. მცველები ათავისუფლებენ ჯანგოს, რომელიც ისარგებლებს შემთხვევით და მცველებს ააფეთქებს, თავად კი კენდილენდში ბრუნდება.
უკან დაბრუნებული ჯანგო ბრუნჰილდას ქოხი გაათავისუფლებს, ემშვიდობება შულცის გვამს და იღებს ბრუნჰილდას გათავისუფლების შესახებ დოკუმენტს. კენდილენდში იგი დახვდება კენდის დასაფლავებიდან დაბრუნებულ ოჯახის წევრებსა და კარისკაცებს. ჯანგო კლავს კენდის დას, ათავისუფლებს მონებს, კლავს სტივენს და აფეთქებს სასახლეს.
გათავისუფლებული ჯანგო და ბრუნჰილდა შორიდან უცქერენ, როგორ იწვის კენდილენდი.
ფილმში ასევე მონაწილეობენ: როს ტამბლინი, როგორც მსროლელის შვილი; ამბერ ტამბლინი, როგორც მსროლელის შვილიშვილი; დონ სტრუდი, როგორც შერიფი ბილ შარპი; ბრიუს დერნი, როგორც მოხუცი კარუკანი; მ. ს. გეინი, როგორც დიდი ჯონ ბრიტლი; კუპერ ჰაკაბი, როგორ ლი რეი ბრიტლი; დოკ დიუჰემი, როგორც ელის ბრიტლი; ჯონა ჰილი, როგორც ბანდის N2 მეთაური; ლი ჰორსლი, როგორც შერიფი გასი; რექს ლინი, როგორც ტენესს ჰარი. კენდილენდის მონადირეების როლებს ასრულებენ ზოი ბელი, მაიკლ ბოუენი, რობერტ კერადაინი, ჯეიკ გარბერი, ტედ ნილი, ჯეიმზ პარკსი და ტომ სავინი. რეჟისორი კვენტინ ტარანტინო, მაიკლ პარკსი და ჯონ ჯარატი ასრულებენ ლეკუინტის მაღაროს კომპანიის თანამშრომლების როლს. ტარანტინო ასევე ასრულებს კამეოს, როგორც რობერტი, კუ კლუქს კლანის მსგავსი ბანდის წევრი.
ლეონარდო დიკაპრიო და ჯეიმი ფოქსი პირველად მოგვევლინნენ ტარანტინოს ფილმის გმირებად, ხოლო სამუელ ლ. ჯექსონი და კრისტოფ ვალცი ტარანტინოს წინა ფილმებში ასრულებდნენ როლებს. ფრანკო ნერო, რომელმაც შეასრულა ჯანგოს როლი 1966 წლის ფილმში, ასრულებს კამეოს. ის თამაშობს მონათმფლობლის როლს, რომელიც ბართან მჯდომ ჯანგოს ესაუბრება. ჯეიმზ რემარი ფილმში ორ როლს ასრულებს. თავდაპირველად ის ჩნდება, როგორც ეის სპეკი, ერთ-ერთი ძმა სპეკებიდან. ხოლო ფილმის მეორე ნაწილში ის კენდილენდის ერთ-ერთი მცველია. რუს ტამბლინი ასრულებს ჯონი კეტჩამის როლს. ესაა პერსონაჟი 1965 წლის ფილმიდან „სნაიპერის ვაჟი“. ტამბლინის ქალიშვილი კი ასრულებს ამავე პერსონაჟის ქალიშვილის როლს.
წარმოება
დასაწყისი
2007 წელს, ტარანტინომ განიხილა იტალო-ვესტერნის ჟანრის ფილმის გადაღების საკითხი, რომლის მოქმედება განვითარდებოდა სამოქალაქო ომამდელ აშშ-ის სამხრეთში. მისი განცხადებით, მას სურდა ისეთი ფილმის გადაღება, რომელიც მიეძღვნებოდა ამერიკის საშინელ წარსულს მონობაზე, მაგრამ ეს უნდა გაეკეთებინა იტალო-ვესტერნის ჟანრში და არა ამბიციური ფილმის სტილში. „მსურს გავაკეთო ის, რაც ამერიკას ჯერ არ გაუკეთებია, იმიტომ რომ მას სცხვენია ამის, და არც ხვა ქვეყნებს გაუკეთებიათ ეს, რადგან თვლიან რომ ამის უფლება არ აქვთ.“ — განაცხადა ტარანტინომ[18]. მან მოგვიანებით იდეის გაჩენის მიზეზებზე ისაუბრა: „წიგნს ვწერდი სერჯო კორბუჩიზე [იტალიელი კინორეჟისორი], როდესაც მომაფიქრდა ისტორიის მოყოლის გზა. სასაცილო ისაა, რომ წერ პიროვნებაზე კრიტიციზმს და ხვდები რომ შეიძლება არ ხარ მართალი. ის, რასაც შენ მასზე წერ, სინამდვილეში ის არაა, რასაც რეჟისორი ფიქრობდა. უბრალოდ შენ თავად გამოგაქვს ასეთი აზრი. ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორაა დახატული მის ფილმებში ბოროტი ველური დასავლეთი, საშინელი ველური დასავლეთი. ვწერ ამაზე და ვფიქრობ: „ზუსტად არ ვიცი, რომ სერჯო ამას ფიქრობდა, როცა ფილმებს იღებდა. მაგრამ ვიცი რას ვფიქრობ მე. და მე შემიძლია ამის გადაღება.“[19]
ტარანტინომ სცენარზე მუშაობა 2011 წლის 26 აპრილს დაასრულა და კინოკომპანია „The Weinstein Company-ს“ გადასცა[20]. 2012 წლის ოქტომბერში, მუსიკოსმა, პროდიუსერმა და რეჟისორმა, — RZA-მ (რობერტ ფიცჯერალდ დიგსი), — რომელიც ტარანტინოსთან რამდენიმე სურათში თანამშრომლობდა, განაცხადა, რომ თავის მომავალ ფილმში „ადამიანი რკინის მუშტებით“ „ჯანგო გათავისუფლებულის“ სცენარის რამდენიმე დეტალი განსხვავებული სახით იქნებოდა შესული[21].
ერთ-ერთი ფილმი, რომელმაც ტარანტინო შთააგონა, იყო კორბუჩის 1966 წლის იტალო-ვესტერნი „ჯანგო“, რომლის მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი, ფრანკო ნერო, კვენტინის ფილმში ეპიზოდურ როლს ასრულებს[22]. რეჟისორის კიდევ ერთი ინსპირაცია იყო 1975 წლის ამერიკული ფილმი „მანდინგო“, რომელიც გლადიატორ მონებზე მოგვითხრობს[23]. ტარანტინომ თოვლში დადგმული სცენები იტალიური ვესტერნის, „დიდი სიჩუმის“ პატივსაცემად გადაიღო[24]. ტარანტინომ განმარტა, რომ მოეწონა ამ ფილმის თოვლის სცენები და გადაწყვიტა მსგავსი სცენა თავისი სურათის შუაშიც ჩაესვა[24].
ჯანგოს როლზე განიხილებოდნენ მაიკლ კ. იულიამსი და უილ სმითი, თუმცა საბოლოოდ როლზე ჯეიმი ფოქსი იქნა დამტკიცებული[27][28]. მოგვიანებით სმითმა განმარტა რომ ფილმში მონაწილეობაზე უარი იმიტომ თქვა, რომ შემოთავაზებული როლი არ იყო „წამყვანი“[29]. ჯანგოს როლის შესრულება სურდა ტაირიზ გიბსონსაც[30]. ვრცელდებოდა ხმები, რომ ფრანკო ნერო, რომელიც 1966 წლის ფილმში „ჯანგო“ მთავარ როლს ასრულებს, ტარანტინოს სურათში კელვის კენდის განასახიერებდა[31]. საბოლოოდ, მან ეპიზოდური როლი მიიღო. ის ტარანტინოს მისტიკური მხედრის როლის შესრულებასაც სთავაზობდა, რომელიც წარმოსახვაში ჯანგოზე ინადირებდა, ხოლო ფილმის ბოლოში გაირკვეოდა რომ ის მისი მამა იყო. რეჟისორმა ამ იდეაზეც უარი თქვა[32]. კევინ კოსტნერთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მონების მწვრთნელის[33], მანდინგოს ექსპერტის ან ქენდის „მარჯვენა ხედის“ როლების შესრულებაზე, თუმცა მსახიობმა უარი თქვა გადატვირთული გრაფიკის გამო[34]. მონების მწვრთნელის თამაშზე უშედეგო აღმოჩნდა მოლაპარაკება კურტ რასელთანაც[35][36]. ამის შემდეგ ეს პერსონაჟი ტარანტინომ საერთოდ ამოიღო სცენარიდან[37].
მსახიობი ჯონა ჰილი განიხილებოდა მოთამაშე სკოტი ჰარმონის როლზე, რომელსაც ბრუმჰილდა კელვინ კენდისთან პოკერის პარტიაში უნდა წაეგო[38]. მან როლზე უარი თქვა ფილმზე „გუშაგები“ მუშაობის გამო[39][40]. ეს როლი საშა ბარონ კოენსაც შესთავაზეს, თუმცა მანაც უარი თქვა, რათა მონაწილეობა მიეღო ფილმში „საბრალონი“. არც პერსონაჟი სკოტი და არც პოკერის პარტია ფილმის საბოლოო ვერსიაში არ შესულა[38]. ჰილმა მაინც მიიღო მონაწილეობა პროექტში, თუმცა სხვა როლი ითამაშა[41].
სურათში უნდა ეთამაშა ჯოზეფ გორდონ-ლევიტსაც, თუმცა 2012 წლის აპრილში უარი თქვა, რათა გადაეღო თავისი სადებიუტო ფილმი „დონ ჯონი“. მან განაცხადა რომ მას ძალიან უნდოდა მასთან მუშაობა, რადგან მისთვის ტარანტინო ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორი იყო[42].
კოსტუმების დიზაინი
2013 წლის იანვარში, ჟურნალ „Vanity Fair-თან“ ინტერვიუში, კოსტუმების დიზაინერმა შერენ დევისმა განაცხადა რომ ფილმის პერსონაჟების ჩაცმულობა ძირითადად იტალო-ვესტერნის ჟანრის ფილმებისგანაა შთაგონებული. სპეციალურად ფილმის გარდერობისას შესარჩევად, დევისმა და ტარანტინომ ერთად უყურეს ვესტერნის ჟანრის სატელევიზიო სერიალს, — „ბონანცას“. მათ დაიქირავეს ქუდების დამამზადებელი, რომელმაც ამ სატელევიზიო სერიალში, ერთ-ერთი პერსონაჟისთვის (მსახიობ მაიკლ ლენდონის გმირი) ჰქონდა ქუდი დამზადებული. ჯანგოს მზის სათვალეები შთაგონებულია ჩარლზ ბრონსონის გმირისაგან ფილმში „თეთრი კამეჩი“ (1977). ჯანგოს კამერდინერის ფორმისთვის, დევისმა გამოიყენა მხატვარ თომას გეინზბოროს ზეთზე შესრულებული ნამუშევარი „ცისფერი ბიჭუნა“[43].
ფინალურ სცენაში, პერსონაჟი ბრუმჰილდას აცვია კაბა, რომელიც ჰგავს იდა გალის პერსონაჟის კაბას ფილმში „სისხლი ვერცხლის დოლარისთვის“ (1965). დევისის თქმით, კელვინ კენდის (ლეონარდო დიკაპრიო) სამოსის იდეა რეტ ბატლერის პერსონაჟისგან გაჩნდა ფილმიდან „ქარწაღებულნი“ (1939). სპენსერ ბენეტის (დონ ჯონსონი) სამოსის თეთრი ფერის მიზეზი სატელევიზიო სერიალ „მაიამის პოლიციის“ პერსონაჟი სონი კროკეტია, რომელსაც ასევე დონ ჯონსონი ასრულებს. კინგ შულცის (კრისტოფ ვალცი) პიჯაკი შთაგონებულია ტელი სავალასის პერსონაჟისგან სერიალში „კოჯაკი“. დევისმა იმედგაცრუება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი სურვილი, რომელიც მას ფილმის კოსტუმებზე ჰქონდა, რეალურად არ განხორციელებულა[43].
გადაღება
ფილმის გადაღება დაიწყო 2011 წლის ნოემბერში კალიფორნიაში[44], გაგრძელდა 2012 წლის თებერვალში უაიომინგში[45] და 2012 წლის მარტში ლუიზიანის შტატის ერთ-ერთ პლანტაციაში[46]. გადაღება 2012 წლის ივლისში დასრულდა[47]. ფილმი გადაღებულია 35-მილიმეტრიანი ფირით[48]. მიუხედავად იმისა, რომ სცენარით გათვალისწინებული იყო კელვინ კენდის მასკირებული მებრძოლის (ზოი ბელი) პატარა ისტორიაც, ის არ გადაუღიათ მჭიდრო გრაფიკის გამო[49]. საერთო ჯამში, ფილმის გადაღებაზე 130 დღე გახდა საჭირო. გადაღება დასრულდა 2012 წლის ივლისში[50].
ფილმი შეიცავს როგორც სპეციალურად ფილმისთვის დაწერილ, ასევე ადრეულ მუსიკას. სპეციალურად ამ ფილმისთვის დაიწერა რიკ როსის სიმღერა „100 Black Coffins“, ჯონ ლეჯენდის „Who Did That To You?“, ენიო მორიკონესა და ელისას „Ancora Qui“, ენტონი ჰამილტონისა და ელაინა ბოინტონის „Freedom“[52]. თემა „Django“ ასევე გამოყენებულია 1966 წლის ფილმში „ჯანგო“[53]. სიმღერა დაწერა რეპერმა ფრენკ ოუშენმაც, თუმცა ის არ შევიდა ფილმში. ტარანტინომ განაცხადა, რომ ოუშენმა ბრწყინვალე ბალადა დაწერა, მაგრამ ფილმში ვერ იპოვნა სცენა, რომელშიც ეს სიმღერა იქნებოდა გამოყენებული[54]. მოგვიანებით რეპერმა სიმღერა „Wiseman-ის“ სახელით გამოაქვეყნა.
ფილმის პირველი ტიზერ-პოსტერის ინსპირაცია იყო იტალიელი არტისტის, ფედერიკო მანკოსუს, ფან-არტ პოსტერი. მისი ნამუშევარი გამოქვეყნდა 2011 წლის მაისში, მოკლე სიუჟეტისა და ოფიციალური სათაურის გასაჯაროებიდან რამდენიმე დღეში. 2012 წლის აგვისტოში ტარანტინოს მოთხოვნით პროდიუსერმა კინოკომპანიებმა შეისყიდეს მანკოსუს ნამუშევარი სარეკლამო მიზნით და პროცესში პერსონალის ჩაცმულობის გაფორმების მიზნით[55] ფილმის პირველი ტრეილერი გამოჩნდა 2012 წლის ივლისში, ხოლო მეორე ოქტომბერში.[56]
გამოშვება
„ჯანგო გათავისუფლებულის“ პირველი ჩვენება ამერიკის რეჟისორთა გილდიისთვის გაიმართა 2012 წლის 1 დეკემბერს, ხოლო შემდეგ გაიმართა ჩვენებები კინოკრიტიკოსთათვის, რასაც უნდა მოჰყოლოდა ფილმის ფართო მასებისთვის გამოშვება.[57] 14 დეკემბერს ნიუტონის (კონექტიკუტი) ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის გამო ფილმის პრემიერა გადაიდო.[58]
2013 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ „ჯანგო გათავისუფლებულს“ აჩვენებდნენ ჩინეთში. მკაცრი ცენზურის გამო, ეს კვენტინ ტარანტინოს პირველი სურათი იყო, რომელიც ოფიციალურად უნდა გამოსულიყო ჩინეთის კინო-ბაზარზე[61]. მიუხედავად ამისა, 2013 წლის 11 აპრილს დაგეგმილი დებიუტი ჩაიშალა და ეს ტექნიკური მიზეზებით აიხსნა[62]. ჩინეთის კინოთეატრებში ფილმი გამოვიდა 2013 წლის 12 მაისს[63]. „Quartz-ის“ მიმომხილველი ლილი კუო წერდა: „ფილმში ასახულია ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ეპოქა, როდესაც მონობა კანონიერი იყო. ამის გამო ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა მოიწონეს ფილმი და ის ამერიკელთა მხრიდან კრიტიკის პასუხად გამოიყენეს [საუბარია ჩინეთის ადამიანების უფლებათა დარღვევავაში დადანაშაულებაზე].“[64].
აუდიტორია
2013 წელს ავსტრიაში„ჯანგო გათავისუფლებული“ გახდა ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ფილმი 555 087 მაყურებლით,[65] ხოლო გერმანიის კინოთეატრებში ის 4 492 307 ადამიანმა ნახა და წლის ყველაზე ხშირად ნანახ ფილმთა შორის მესამე ადგილი დაიკავა.[66][67]
სახლის კინოთეატრი
ფილმი ხელმისაწვდომი გახდა DVD, Blu-ray დისკებზე და ციფრული გადმოწერისთვის 2013 წლის 16 აპრილს[68].
კრიტიკა
ფილმმა კრიტიკოსთა აღიარება მოიპოვა. მიმოხილვათა საიტ Rotten Tomatoes-ზე 245 შეფასებიდან მისი რეიტინგი 88%-ია. საიტის მიმომხილველთა კონსენსუსის თანახმად „შავი, სისხლიანი და სტილისტურად თამამი ჯანგო გათავისუფლებული კვენტინ ტარანტინოს კიდევ ერთი შედევრია.“[69] მიმოხილვათა კიდევ ერთ საიტ Metacritic-ზე ფილმმა 100 შესაძლოდან 81 ქულა დააგროვა, რაც „საყოველთაო აღიარებაზე“ მიუთითებს.[70]
„ეფუძნება რა ვესტერნის, კერძოდ კი იტალო-ვესტერნის ჟანრს, ტარანტინო ქმნის ციტატებითა და მინიშნებებით მდიდარ ბალადას რასიზმთან და სისასტიკით შეფარეულ ფანატიზმთან ბრძოლის შესახებ... ამასთან რეჟისორი სვამს კითხვას, როდის და რა ვითარებაში შეიძლება გახდეს ძალადობა და შურისძიება ლეგიტიმური“
როჯერ ებერტმა „Chicago Sun-Times-იდან“ მიანიჭა ფილმს ოთხიდან ოთხი ვარსკვლავი და აღნიშნა: „ფილმი გვთავაზობს მოვლენათა სენსაციურ გაგრძელებებს ერთი მეორის მიყოლებით და ყველაფერი აგებულია ორი დამაინტრიგებელი პერსონაჟის ირგვლივ, რომლებიც ჩანან დაპირისპირებულები, მაგრამ იზიარებენ საერთო პრაგმატულ, ფინანსურ და პირად საკითხებს“.[72]პიტერ ბრედშოუმ„The Guardian-დან“ ფილმი ხუთი ვარსკვლავით შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ნარკოტიკულ სიამოვნებას ანიჭებს მაყურებელს, ხოლო ტარანტინომ კი კვლავ იცის, როგორ ჩაგითრიოს კინოში.[23]
კრიტიკოსებმა ფილმს ტარანტინოს ყველაზე სრულყოფილ და ცოცხალ სურათად[73] ან 2012 წლის ყველაზე მხიარულ ფილმად დაასახელეს.[74]„Wall Street Journal-ში დაიწერა, რომ ფილმში მონობისა და რასიზმის თემა ძალიან მნიშვნელოვანია და ტარანტინო ბრუტალობასა და ექსტრავაგანტულობასთან ერთად ამ ორი მოვლენის მნიშვნელოვან მაგალითებსა და უგუნურ მავნებლობას გვიჩვენებს.[75] პიტერ ტრავერსი The Rolling Stones-იდან წერს, რომ „ტარანტინო ცხოვრობს იმისთვის, რომ ზღვარს გადაცდეს. ჯანგო ზღვარს გადასულია?... სხვაგვარად ეს ტარანტინო არ იქნებოდა”.[76]
„ესაა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სატირული ფილმი. იშვიათი ამერიკული ფილმი მონობისა და ჩვენი გულისამრევი რასისტული ისტორიის საწყისების შესახებ“
„Indy Week-ში“ დაიწერა, რომ ტარანტინოს, როგორც ჩანს, არ შეუსწავლია საგანი ისე ღრმად, რომ გასცდენოდა სერჯო კორბუჩის 1966 წლის „„ჯანგოში“ და 1975 წლის „ზანგ ბოსში“ გადმოცემულ შეხედულებებს.[78] როქსანა გეიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯანგო საკუთარ ღირსებას იბრუნებს არა საკუთარი მოქმედებით, არამედ თეთრკანიანის მიერ გათავისუფლების შედეგად. ის ცოლსაც თეთრკანიანი კაცის დახმარებით იბრუნებს. ამიტომ ეს არაა შავკანიანის ბრძოლა თავისუფლებისთვის, არამედ თეთრკანიანი ადამიანის ბრძოლა საკუთარ რასობრივ დემონებთან და თეთრკანიანობის კომპლექსთან.[79]
შედარებები ტარანტინოს წინა ფილმებთან
პარმიტა ბორამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ტარანტინოს წინა ფილმებისგან განსხვავებით, „ჯანგო გათავისუფლებულში“ თხრობა თანამიმდევრულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ფლეშბეკს.[80]
საიტ filmstarts.de-ს მიხედვით „ჯანგო გათავისუფლებული“ კარგი ფილმია, მაგრამ შედევრი არ არის“.[81]
„The New York Times-ის“ კინოკრიტიკოსმა ენტონი ოლივერ სკოტმა „ჯანგო გათავისუფლებული“ შეადარა ტარანტინოს წინა ფილმს „უსახელო ნაბიჭვრები“: „როგორც „უსახელო ნაბიჭვრები“, ასევე „ჯანგო გათავისუფლებული“ არის გიჟურად გამართობელი, თავხედურად უპასუხისმგებლო და ამავდროულად ეთიკურად სერიოზული, ისე რომ სრულ თავსებადობაშია მის სილაღესთან“. მანვე აღნიშნა, რომ „ჯანგო გათავისუფლებული“ ესაა მნიშვნელოვანი ფილმი მონობისა და რასიზმის შესახებ."[82] საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა ოუენ გლეიბერმენმა, „Entertainment Weekly-ის“ კინოკრიტიკოსმა, რომელმაც „ჯანგო გათავისუფლებული“ „უსახელო ნაბიჭვრების“ მსგავს ფილმად არ მიიჩნია. ის ნაკლებად ჭკვიანურია და მას აკლია ძირითადი პერსონაჟები, ან 2 საათისა და 45 წუთის განმავლობაში არ ჰყოფნის ტარანტინოსთვის დამახასიათებელი სტრუქტურული გამომგონებლობა. თუმცა მანვე აღნიშნა, რომ „ტარანტინო ამერიკული რასიზმის მახინჯი გამოვლინების აკრძალულ სანახაობაში ჩახედვის საშუალებას გვაძლევს“.[83] ერინ ობრი კაპლანმა „Los Angeles Times-იდან“ ფილმი შეადარა ტარანტინოს ადრეულ ნამუშევარს „ჯეკი ბრაუნს“ და დაწერა, რომ ერთია, როდესაც თეთრკანიანი რეჟისორი შავკანიანთა თემისთვის 70-იანი წლების კინოჟანრ Blaxploitation-ს იყენებს, მაგრამ სულ სხვაა, როცა იგივე რეჟისორი მონობის სიველურეს მაკულატურად აქცევს.[84]
„New York Post-ის“ მიმომხილველ კაილი სმიტის აზრით „ჯანგო გათავისუფლებული“ ბრწყინვალე ფილმია, მაგრამ ამჯერად ტარანტინო ვერ ახერხებს ახალი სივრცეების გარღვევას:[85]
„ჯანგო გათავისუფლებული შესაძლოა მიგნება ყოფილიყო 2005–ში. თუმცა მას შემდეგ, რაც ტარანტინომ და მისმა მეგობრებმა წლები დახარჯეს 60–70–იანი წლების ჟანრული კინოს გადამღერებით, ეს იტალო-ვესტერნი უკვე მიკროტალღური ღუმელიდან გამოღებულ, ხელახლა გაცხელებულს ფილმს წააგავს“
სადავო თემები
ზოგიერთმა კომენტატორმა გააპროტესტა სიტყვა „ნიგგერის“ (Nigger, შავკანიანის ამერიკული ვულგარული შესატყვისი) გამოყენება.[79][86] სხვა მიმომხილველებმა კი დაიცვეს ამ სიტყვის გამოყენება ისტორიული კონტექსტის გამო.[87]
ისლამის ერის ლიდერის, ლუის ფარახანის, ინტერპრეტაციით ეს ფილმი არის მზადება რასობრივი ომისთვის.[88] „The Boston Globe-ის“ ჟურნალისტმა ვესლი მორისმა სტივენი (სამუელ ლ. ჯექსონის პერსონაჟი) შეადარა აფროამერიკელ რესპუბლიკელ პოლიტიკოსებს, კლარენს ტომასსა და ჰერმან კეინს.[89] ამ შედარებას ჯექსონიც დაეთანხმა. მისი აზრითაც, სტივენს ჰქონდა იგივე მორალური კომპასი, რაც კლარენს ტომასს.[90] ამავდროულად ჯექსონმა დაიცვა სიტყვა „ნიგგერის“ ხშირი გამოყენებაც.[91]
ფილმის მსოფლიო პრემიერიდან რამდენიმე დღეში აფროამერიკელმა რეჟისორმა სპაიკ ლიმ ტარანტინო მისი წინაპრების უპატივცემულობაში დაადანაშაულა. ლიმ, რომლის ფილმებიც ასევე რასობრივ და კლასობრივ პრობლემებს ეხება, განაცხადა, რომ არც აპირებს „ჯანგო გათავისუფლებულის“ ნახვას: „მონობა ამერიკაში არ არის სერჯო ლეონეს იტალო-ვესტერნი. ეს ჰოლოკოსტია. აფრიკიდან მოტაცებული ჩემი წინაპრები მონები იყვნენ. მე პატივს ვცემ მათ“[92].
ტელეკომპანია NBC-ის გადაცემაში „Saturday Night Live“ სტუმრობის დროს ჯეიმი ფოქსმა იხუმრა, რომ მას სიამოვნებდა კინოში ყველა თეთრკანიანის დახოცვა.[93] „The Washington Times-ის“ მესვეტე ჯეფ კუნერმა შენიშნა, რომ თეთრკანიანთა წინააღმდეგ ფანატიზმი ჩვენი პოსტმოდერნული კულტურის ნაწილად იქცა. მისი აზრით „ჯანგო გათავისუფლებულის“ მთავარი თემაა, რომ თეთრკანიანი ადამიანი მორალური წყევლაა და უნდა განადგურდეს, როგორც სასიკვდილო ვირუსი"[94].
ძალადობის ასახვა
ზოგიერთმა მიმომხილველმა ფილმი გააკრიტიკა ხშირი ძალადობრივი სცენების გამო.[95]„The Independent“-მა მას უწოდა „კინოს ახალი სადიზმი“.[96]
თანაც ფილმის თავდაპირველად დაგეგმილი პრემიერა დაემთხვა კონექტიკუტის სკოლაში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტს, რის გამოც პრემიერა გადაიდო. ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველი ტომას ფრანკი გამოეხმაურა ამ კრიტიკას. მისი აზრით გასაკვირი არ იყო, რომ ტარანტინო მოექცა ამ ტიპის კრიტიკის ქვეშ (კავშირი ფილმსა და რეალურ ძალადობას შორის), მიუხედავად იმისა, რომ თავად ტარანტინომ უარი თქვა განეხილა კავშირი ეკრანზე ასახულ და რეალურ ძალადობას შორის. ფრანკის აზრით ფილმები წარმოსახვაა, მაგრამ ამავდროულად ფრანკი სვამდა კითხვას, თუ „ვის სჯერა, რომ წარმოსახვა შესაძლოა არსებობდეს შედეგების გარეშე?“[97]
ისტორიული შეუსაბამობა
მიუხედავად იმისა, რომ ტარანტინო ყოველთვის დარწმუნებული იყო მანდინგოს არსებობაში, რეალურად არ არსებობს ცალსახა ისტორიული წყაროები, რომლებიც დაადასტურებდა მონათმფლობელების მიერ გლადიატორთა ბრძოლების მსგავსი შერკინებების მოწყობას, ისე, როგორც ეს კინოშია ასახული.[98][99] ისტორიკოსი ედნა გრინ მედფორდი მიუთითებს, რომ არსებობს მხოლოდ არადოკუმენტირებული ჭორები, რომ ასეთი ბრძოლები არსებობდა.[100] დევიდ ბლაითი, იელის მონობის კვლევის ცენტრის დირექტორი, განმარტავს, რომ მონათმფლობელები არა მორალური ან ეთიკური წარმოდგენებიდან გამომდინარე არ აწყობდნენ მსგავს ბრძოლებს, არამედ მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. მათ ხელს არ აძლევდათ, რისკის ქვეშ დაეყენებინათ მონებში ჩადებული ფინანსური ინვესტიცია.[98][99] თავად მანდინგო არაისტორიული ტერმინია და მოდის 1975 წლის ფილმიდან „მანდინგო“.[101]
უილიამ კობმა „ნიუ-იორკერში“ დაწერა, რომ ტარანტინოს მოქნილმა მიდგომამ ისტორიული ფაქტებისადმი ფილმის სასარგებლოდ იმუშავა. მაგალითად, კობის აზრით, ასე მოხდა კუ-კლუქს-კლანის სცენის შემთხვევაში. ტარანტინომ კლანი ფილმში აჩვენა მის რეალურ შექმნამდე დეკადით ადრე რათა დაეცინა მათი შეფარული რასიზმისთვის.[102] ფილმში ნაჩვენები მოროდიორთა ნიღბიანი ჯგუფი, სახელად „რეგულატორები“ გვევლინებიან ომისშემდგომი კუ-კლუქს-კლანის იდეურ წინაპრებად და არა რეალურ კუ-კლუქს კლანად.[103]
კრისტოფერ კოლდუელმა „Financial Times“-ში დაწერა, რომ ადამიანებმა არ უნდა აურიონ მხატვრული ფილმი სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმში. ფილმი განხილული უნდა იყოს, როგორც გართობის საშუალება და არა იმ პერიოდის ისტორიული აღწერა, რომელშიც მისი მოქმედება ვითარდება. მისი აზრით „ჯანგო გათავისუფლებული“ ისე იყენებს მონობის თემას, როგორც პორნოგრაფიული ფილმი მედდის თემას. ესაა პრეტექსტი გართობისთვის. „ჯანგო გათავისუფლებულში კი მთავარი, რამაც უნდა გაართოს მაყურებელი, ძალადობაა.[104] ამის საწინააღმდეგოდ, რიჩარდ ბროდიმ „ნიუ-იორკერში“ დაწერა, რომ ტარანტინო სწორად აღწერს მონობას, როგორც არა მხოლოდ ადმინისტრაციულ ბატონობას ერთი ადამიანისა მეორეზე, არამედ უჩვენებს მის არაადამიანურ სისასტიკეს. ფილმში მონები იძულებულნი არიან ერთმანეთს ებრძოლონ მათი მესაკუთრის გასართობად, ხოლო მონას, რომელიც ბრძოლაზე უარს ამბობს, ძაღლები გლეჯენ. მონათა მიმართ სისასტიკე მონათმფლობელთა კაპრიზად გვევლინება.[105]
ჯილდოები
„ჯანგო გათავისუფლებულმა“ მიიღო 29 ჯილდო 111 ნომინაციიდან. ჯერ კიდევ პრემიერამდე, 2012 წლის ოქტომბერში, ჰოლივუდის კინოფესტივალზე კვენტინ ტარანტინოს გადასცეს ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის. აშშ-ის მიმომხილველთა ეროვნულმა საბჭომ ლეონარდო დიკაპრიო დაასახელა საუკეთესო მსახიობ კაცად მეორეხარისხოვან როლში. 2012 წლის დეკემბერში ამერიკის კინო ინსტიტუტმა დაასახელა ის წლის საუკეთესო ათ ფილმს შორის.[106]
ერთ-ერთ ინტერვიუში ტარანტინომ განაცხადა, რომ მას ფილმის დამატებითი 90-წუთიანი მასალა აქვს და ფიქრობდა 4-საათიანი ვერსიის დამზადებაზე, რომელიც მინისერიალის სახით 4 ღამის განმავლობაში გაიშვებოდა ტელევიზიაში. მისი აზრით, ფილმის 4 ნაწილად გაყოფა მაყურებლისთვის უფრო დამაკმაყოფილებელი იქნებოდა, ვიდრე 4-საათიანი კინო: „ეს ამტანობის ტესტი იქნება. ეს მინისერიალი იქნება, რაც ხალხს უყვარს“[162].
↑Daniel Bernardi The Persistence of Whiteness: Race and Contemporary ...- 2013 "For the purposes of breeding chattel, he must also buy a “Mandingo” buck, a male slave. In the film, a “Mandingo” represents the finest stock of slaves deemed most suitable for fighting and breeding. When Hammond realizes his new wife"
↑Cobb, Jelani. (January 2, 2013) Tarantino Unchained. The New Yorker. ციტირების თარიღი: January 2, 2013.
↑Winners 2013 Italian. David di Donatello. L'accademia del Cinema Italiano. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-14. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2013.
Den här artikeln behöver källhänvisningar för att kunna verifieras. (2022-10) Åtgärda genom att lägga till pålitliga källor (gärna som fotnoter). Uppgifter utan källhänvisning kan ifrågasättas och tas bort utan att det behöver diskuteras på diskussionssidan. Tre Deckare löser Sjungande ormens gåtaFörfattareM. V. CareyOriginaltitelAlfred Hitchcock and the Three Investigators in The Mystery of the singing serpentOriginalspråkEngelskaÖversättareKurt G MöllerOmslagsbildEd ...
Ship For other ships with the same name, see USS Lancaster. USS Lancaster follows her sister ship USS Switzerland past the Vicksburg batteries, 25 March 1863 History United States Laid down1855 at Cincinnati, Ohio Acquired1862 FateSunk 25 March 1863 General characteristics Displacement257 tons Length176 ft (54 m) Armamentnone USS Lancaster was a sidewheel civilian steamer tow boat built in 1855 at Cincinnati. It was originally named Lancaster Number 3 then Kosciusko. In March throug...
ماكس هابشت (بالألمانية: Max Habicht) معلومات شخصية الميلاد سنة 1775[1][2] فروتسواف[2] الوفاة سنة 1839 (63–64 سنة)[1][2] فروتسواف[2] مواطنة ألمانيا الحياة العملية المهنة مترجم، وأستاذ جامعي[2] اللغات الألمانية موظف في جامعة فروتس...
Combat Aviation Brigade, 1st Armored DivisionAviation Patch 1AD Combat Aviation BrigadeCountry United StatesAllegiance United States ArmySizeBrigadeGarrison/HQBiggs Army Airfield, Fort BlissNickname(s)Iron EaglesMotto(s)Iron Eagles Iron SoldiersCommandersCommanding OfficerCOL John A. Morris IIICommand Chief Warrant OfficerCW5 Scott BeanCommand Sergeant MajorCSM Jermain BaldwinMilitary unit Combat Aviation Brigade, 1st Armored Division is a Combat Aviation Brigade attached to 1st Arm...
هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (يناير 2020) كلاوديو إستودور معلومات شخصية الميلاد 5 سبتمبر 1960 (63 سنة)[1] تيميشوارا مواطنة رومانيا الأولاد تيودور إستودور الحياة العملية المدرسة الأم جامع
Außenansicht der Cella Sankt Benedikt Innenraum Die Cella Sankt Benedikt ist im hannoverschen Stadtteil List eine Niederlassung der römisch-katholischen Benediktiner-Abtei Königsmünster in Meschede. Sie befindet sich in einem Mehrfamilienhaus aus der Gründerzeit. 2022 gehörten dem Kloster drei Mönche an.[1] Inhaltsverzeichnis 1 Geschichte 2 Klosterkirche 3 Literatur 4 Weblinks 5 Einzelnachweise Geschichte Die Cella Sankt Benedikt entstand nach einer Anfrage des Bischofs von Hil...
Season of television series Laverne & ShirleySeason 4DVD coverStarring Penny Marshall Cindy Williams Michael McKean David Lander Phil Foster Eddie Mekka Betty Garrett Country of originUnited StatesNo. of episodes24ReleaseOriginal networkABCOriginal releaseSeptember 5, 1978 (1978-09-05) –May 15, 1979 (1979-05-15)Season chronology← PreviousSeason 3 Next →Season 5 List of episodes The fourth season of Laverne & Shirley, an American television sitcom series,...
Malaysian animated television series Ibn Battuta: The Animated SeriesPromotional posterAlso known asThe Adventures of Ibn BattutaCountry of originMalaysiaOriginal languagesEnglishMalayProductionRunning time26 minutesOriginal releaseNetworkTV2 The Adventures of Ibn Battuta is a 2010 Malaysian 13-part historical animated series broadcast by TV2.[1] The series is based on the biography of medieval world traveller Ibn Battuta, who, over a period of 30 years from 1325 to 1354, is said to h...
Indonesian beer brand BintangRadler edition of BintangManufacturerPT Multi Bintang Indonesia, part of HeinekenRegion of originSurabaya, East Java, IndonesiaIntroduced1929; 94 years ago (1929)Alcohol by volume 4.7% pilsnerStyleLagerWebsitewww.multibintang.co.id Bintang Beer bottle and mug Bintang Beer (Indonesian: Bir Bintang, literally Star Beer) is a brand of beer from Indonesia and is produced by PT Multi Bintang Indonesia Tbk, part of Heineken.[1] The b...
Esta página cita fontes, mas que não cobrem todo o conteúdo. Ajude a inserir referências. Conteúdo não verificável pode ser removido.—Encontre fontes: ABW • CAPES • Google (N • L • A) (Julho de 2020)Portugal Futurista, 1917, capa Portugal Futurista, 1917, contracapa Portugal Futurista foi uma revista portuguesa de que só saiu um número, em novembro de 1917. Tendo como director o futurista algarvio Carlos Filipe Porfír...
Folds near the larynx Aryepiglottic foldThe entrance to the larynx, viewed from behind (aryepiglottic fold labeled at center right)Laryngoscopic view of interior of larynx (aryepiglottic fold labeled at center right)DetailsSystemLarynxIdentifiersLatinplica aryepiglotticaTA98A06.2.09.003TA23193FMA55448Anatomical terminology[edit on Wikidata] The aryepiglottic folds are triangular folds of mucous membrane of the larynx. They enclose ligamentous and muscular fibres. They extend from the late...
European association football tournament for under-21 national teams Football tournamentUEFA European Under-21 ChampionshipOrganising bodyUEFAFounded1978; 45 years ago (1978)RegionEuropeNumber of teams55 (total)16 (finals)Current champions England (3rd title)Most successful team(s) Italy Spain(5 titles each)WebsiteOfficial website 2025 UEFA European Under-21 Championship qualification The UEFA European Under-21 Championship, the UEFA Under-21 Championship or s...
Religieuses de chocolate La religieuse (ʁə.li.ʒjøzⓘ) es un tipo de pastel proveniente de Francia, hecho a base de pasta choux y crema pastelera, generalmente de chocolate o café. Se inventó hacia 1856 en el café Frascati, un popular café parisino que lleva el nombre de un famoso heladero napolitano.[1] La receta es la misma que para el éclair excepto por la presentación. La religieuse se compone de dos buñuelos posados uno sobre otro, de los que el buñuelo superior (que s...
Uruguay padaOlimpiadeKode IOCURUKONKomite Olimpiade UruguaySitus webwww.cou.org.uy (dalam bahasa Spanyol)Medali 2 2 6 Total 10 Penampilan Musim Panas19241928193219361948195219561960196419681972197619801984198819921996200020042008201220162020Penampilan Musim Dingin19982002–2022 Uruguay mula-mula berpartisipasi dalam Permainan Olimpiade pada 1924. Sejak itu, negara tersebut telah mengirim para atlet untuk berkompetisi dalam setiap Permainan Olimpiade Musim Panas, kecuali ketika...
This article uses bare URLs, which are uninformative and vulnerable to link rot. Please consider converting them to full citations to ensure the article remains verifiable and maintains a consistent citation style. Several templates and tools are available to assist in formatting, such as reFill (documentation) and Citation bot (documentation). (August 2022) (Learn how and when to remove this template message) 2011 video gameBattlestar Galactica OnlineDeveloper(s)Bigpoint GamesArtplantPublish...
Ліцензування Я, власник авторських прав на цей твір, надаю дозвіл на копіювання, розповсюдження та/або модифікацію даного документу на умовах ліцензії GNU FDL, версії 1.2 або більш пізньої, виданої Фондом вільного програмного забезпечення, без незмінних розділів та без те...
Serbian secret military society Unification or DeathUjedinjenje ili smrtУједињење или смртUnification or Death's logoAlso known asBlack HandLeaderDragutin DimitrijevićFoundationAugust 1901(as Black Hand Society)May 1911(as Unification or Death)[1][2]Active regionsBalkan PeninsulaIdeologyYugoslavism, Greater Serbia, Serbian nationalismNotable attacksKilling of Alexander IAssassination of Archduke Franz FerdinandSucceeded bySerbian Cultural Club (unoff...
Grade I listed Tudor manor house in Speke, Merseyside, England Speke HallNorth front of Speke HallTypeManor HouseLocationSpekeCoordinates53°20′12″N 2°52′27″W / 53.3368°N 2.87422°W / 53.3368; -2.87422OS grid referenceSJ 41865 82568AreaLiverpoolBuilt1530 – 1598Architectural style(s)TudorOwnerNational Trust Listed Building – Grade IOfficial nameSpeke HallDesignated28 June 1952Reference no.1359837 Location of Speke Hall in Merseyside Speke Hall by Jame...
G.I. Joe: RetaliationSutradara Jon M. Chu Produser Lorenzo di Bonaventura Brian Goldner Ditulis oleh Rhett Reese Paul Wernick BerdasarkanG.I. Joeoleh HasbroPemeran Dwayne Johnson D.J. Cotrona Byung-hun Lee Adrianne Palicki Ray Park Jonathan Pryce Ray Stevenson Bruce Willis Channing Tatum Penata musikHenry JackmanSinematograferStephen F. WindonPenyunting Roger Barton Jim May Perusahaanproduksi Di Bonaventura Pictures Hasbro[1] Skydance Productions[2] Distributor Paramount...