ხუან კარლოს ვარელა როდრიგესი (ესპ. Juan Carlos Varela Rodríguez; დ. 12 დეკემბერი 1963, პანამა, პანამა) — პანამელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ვიცე-პრეზიდენტი 2009 წლის 1 ივლისიდან, ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი. თანამდებობას დაიკავებს 2014 წლის 1 ივლისს.
ბიოგრაფია
ხუან კარლოს ვარელა დაიბადა პანამის დედაქალაქში. მისი ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ერერას პროვინციაში. კოლეჯის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც 1985 წელს მიიღოსამრეწველო მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი[1]. 1985 წელს ვარელა გახდა საოჯახო ფირმის „Varela Hermanos“ წევრი და 2008 წლამდე ასრულებდა აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას.
1990-იან წლებში დაიწყო პოლიტიკური კამპანია. 2008 წელს იყო პრეზიდენტობის კანდიდატი. 2009 წელს დაიკავა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების 39,15% და 2014 წლის 1 ივლისს ჩაიბარებს ქვეყნის მეთურის სავარძელს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო