ხორვატულ-უნგრული აქტი (ხორ.Hrvatsko-ugarska nagodba, უნგრ.Horvát–magyar kiegyezés, გერმ.Kroatisch-Ungarischer Ausgleich) — 1868 წელს ხელმოწერილი აქტი, რომელმაც ავსტრია-უნგრეთის იმპერიაშიუნგრეთის მმართველობის ქვეშ ხორვატიის პოლიტიკური სტატუსი განსაზღვრა.[1] ხელშეკრულება ძალაში იყო პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე. 1918 წლის 29 ოქტომბერს ხორვატიის პარლამენტმა, როგორც ხორვატიის ისტორიული სუვერენიტეტის წარმომადგენელმა, გააუქმა ავსტრია–უნგრეთთან გაფორმებული ყველა ხელშეკრულება.[2]