ჭარნალი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ჭარნალი, ზედა ჭარნალი, ავგია, ახალსოფელი)[2]. მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 120 მ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2330 კაცი[1]. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძვ. წ. I ათასწლეულის დამდეგის მეტალურგიული კერის ნაშთები. აჭარლების გვერდით სოფელში ცხოვრობენ XIX ს. II ნახ. აფხაზეთიდან გადმოსახლებული მუჰაჯირების შთამომავლები.
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002 |
2253[3][4] |
|
|
2014 |
2330[1] |
1204 |
1126
|
ლიტერატურა
სქოლიო