მახო — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, თხილნარის თემში. მდებარეობს მდინარე მახოს ნაპირებზე, ზღვის დონიდან 120 მ., ხელვაჩაურიდან 4 კმ, ბათუმის რკინიგზის სადგურიდან 14 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა და შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2479 კაცი[1].
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002 |
2587[3][4] |
|
|
2014 |
2479[1] |
1263 |
1216
|
ლიტერატურა
სქოლიო