წიწამური

სოფელი
წიწამური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი საგურამო
კოორდინატები 41°51′39″ ჩ. გ. 44°43′57″ ა. გ. / 41.86083° ჩ. გ. 44.73250° ა. გ. / 41.86083; 44.73250
ცენტრის სიმაღლე 520
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 124[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 3311[2]
წიწამური — საქართველო
წიწამური
წიწამური — მცხეთა-მთიანეთის მხარე
წიწამური
წიწამური — მცხეთის მუნიციპალიტეტი
წიწამური

წიწამურისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში.

ისტორია

სოფელი წიწამური ისტორიული ძეგლია, საგურამოს ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს. არქეოლოგიური მასალების მიხედვით, წიწამური დასახლებულია ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის შუა ხანებიდან. VIII-IX საუკუნეებში წიწამური ზედაზენ-მუხრანის ერისთავთა, ძაგანისძეთა სამფლობელოში შედიოდა. დავით აღმაშენებლის მიერ კახეთის შემოერთების შემდეგ წიწამური სამეფო სახლის ხელდებული ტერიტორიაა XV საუკუნის ბოლომდე. XVI-XVIII საუკუნეებში წიწამური კახეთის სამეფოში შედიოდა. გურამიშვილთა სათავადოს ჩამოყალიბების შემდეგ სოფელი გურამიშვილთა კუთვნილებაში გადავიდა. გვიანდელი შუა საუკუნეების ადმინისტრაციული-ტერიტორიის დაყოფის საფუძველზე წიწამური გარე კახეთის, მესამე სადროშოში შედიოდა, რომელსაც რუსთველი ეპისკოპოსი სარდლობდა.

1615 წელს სპარსელთა 15-ათასიანი ლაშქარი საქართველოში შემოიჭრა, რათა საბოლოოდ გაენადგურებინა თეიმურაზ მეფე. მტერი მდინარე არაგვის ქვემო წელზე სოფელ წიწამურის მახლობლად დაბანაკდა. თეიმურაზ მეფე 5-6 ათასი მებრძოლით მოულოდნელად დაესხა თავს მომხვდურთ. დაბნეული და შეშინებული მტერი გაიქცა. ქართველები დაედევნენ გაქცეულთ და მთლიანად ამოხოცეს.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 124 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 144 79 65
2014[1] 124 75 49

ლიტერატურა

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს ფოსტა — 1805.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!