ძულა ბენცური (უნგრ.Benczúr Gyula; დ. 28 იანვარი, 1844, ნირედჰაზა — გ. 16 ივლისი, 1920) — უნგრელი მხატვარი და პედაგოგი. თავისი რამდენიმე პირველი ნახატით მსოფლიო წარმატებას მიაღწია და რამდენიმე კონკურსში გაიმარჯვა. კარლ ვონ პილოტის ეხმარებოდა მიუნხენში მაქსიმილიანეუმისა და ნოიეს რატჰაუსის ფრესკებზე. ასევე დაასურათა დიდი გერმანელი მწერლის ფრიდრიხ შილერის წიგნები. ბავარიის მეფე ლუდვიგ II-მ როკოკოს თემების დახატვა დაავალა. მოგვიანებით, შეთავაზეს უამრავი საერთაშორისო მასწავლებლის თანამდებობამ მაგ. პრაღასა და ვაიმარში, მაგრამ მიუნხენში დარჩა.
მისი ერთ-ერთი გამოჩენილი მოსწავლე იყო შვეიცარელ-ამერიკელი მხატვარი ადოლფო მიულერ-ური.
ბენცური მოგვიანებით უნგრულ მაღალ კლასთა რჩეული იყო, ხატავდა მეფეთა და არისტოკრატთა უამრავ პორტრეტს.