ძირტკბილას გვარის ლათინური სახელი (ლათ.Glycyrrhyza) წამოსულია ბერძნულიდან γλυκύρριζα (ბერძ.glukurrhiza), რაც ნიშნავს „ტკბილ ფესვს“, სიტყვებიდან γλυκύς (glukus), „ტკბილი“ + ῥίζα (rhiza), „ფესვი“. ამ სახელწოდებას გვაწვდის დიოსკორიდე[1]. ძირტკბილას ფესვის სიტკბო მოდის ნივთიერებისაგან გლიცირიზინი, რომელიც შაქარზე უფრო ტკბილია.
კულტივაცია და გამოყენება
ძირტკბილა იზრდება ყველაზე უკეთ მზიან ხეობებში, კარგად დრენირებულ ნიადაგზე. მას აგროვებენ შემოდგომობით, დარგვიდან 2-3 წლის შემდეგ.
ძირტკბილას ექსტრაქტი მზადდება მისი ფესურების ხარშვით წყალში და შემდეგ წყლის უმეტესი მოცულობის აორთქლებით. ექსტრაქტს იყენებენ როგორც მყარი სახით, ისე სიროფის სახითაც. მისი აქტიური მოქმედი საწყისი არის გლიცირიზინი, დამატკბობელი, რომელიც საქაროზაზე 30-50-ჯერ უფრო ტკბილია და ამასთან ერთად სამკურნალო ეფექტებიც გააჩნია.
↑Maud Grieve, Manya Marshall - A modern herbal: the medicinal, culinary, cosmetic and economic properties, cultivation and folk-lore of herbs, grasses, fungi, shrubs, & trees with all their modern scientific uses, Volume 2 Dover Publications, 1982 & Pharmacist's Guide to Medicinal Herbs Arthur M. Presser Smart Publications, 1 Apr 2001 2012-05-19
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!