ჩესკე-ბუდეიოვიცე (ჩეხ. České Budějovice) — ქალაქი ჩეხეთში, სამხრეთ ბოჰემიის მხარის უდიდესი ქალაქი, პოლიტიკური და კომერციული დედაქალაქი. აქ განთავსებულია ჩესკე-ბუდეიოვიცეს კათოლიკური ეპარქია, სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია. ჩესკე-ბუდეიოვიცე მდებარეობს ვლტავის ნაპირებზე, მდინარეების ვლტავისა და მალშეს შეერთების ადგილზე, ჩესკე-ბუდეიოვიცეს ქვაბულის ფარგლებში, ზღვის დონიდან 381 მ სიმაღლეზე
ქალაქი ბოჰემიის მეფე ოტაკარ II-ის რაინდმა ჰირცომ დააარსა, 1265 წელს კი მუნციიპალური ქარტია მიიღო. შემდეგში იგი სამეფო ქალაქი და მეფის ძალაუფლების დასაყრდენი გახდა სამხრეთ ბოჰემიაში, როზენბურგების ოჯახის ძალაუფლების დასაბალანსებლად.
ჩესკე-ბუდეიოვიცე საქვეყნოდაა ცნობილი ლუდის წარმოებით, რომელსაც აქ XIII საუკუნიდან ხარშავენ. ამ დროისათვის, ქალაქი საღვთო რომის იმპერიის ლუდსახარშის ფუნქციებს ასრულებდა. მთელს მსოფლიოშია ცნობილი აქ წარმოებული ლუდის ბრენდი — ბუდვაიზერი. ლუდის წარმოება დღესაც ქალაქის მრეწველობის მთავარი დარგია.
გალერეა
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო